"ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ" - შოთა არველაძე ე.წ. აგენტების კანონპროექტზე

AutoSharing Option
ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი შოთა არველაძე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

50 წლის არველაძემ ე.წ. აგენტების კანონპროექტის შესახებ მოსაზრება Facebook-ზე დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ამ სკანდალური კანონის განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს:

"ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.

თითქმის
საუკუნის წინ საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი და არაერთი დიდი ქართველი, რომელთა სწორ და პატრიოტულ საქმიანობას ისტორიამ საბოლოოდ ზუსტი შეფასება მისცა. არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო ადამიანს აგენტად შერაცხავს, ეს წარსულში დავტოვეთ. ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ. ამ ბერკეტის ფლობა ნიშნავს ცენზურას, კონტროლს და მეტ დაკომპლექსებულ ადამიანს - არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება. ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა და საბჭოთა სისტემამ სიკვდილის შემდეგაც კი გაასამართლა.

რამდენიმე დღეა ვუსმენ ფერმერებს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მეწარმეებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მწერლებს, არტისტებს, აკადემიკოსებს, გამოცდილ დიპლომატებს - არ შეიძლება, მათი მკაფიო პოზიცია გაზიარებული არ იყოს, არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან. რაც მათ და ჩვენს მომავალს საფრთხეს უქმნის და შეუქმნის, ყველაფერი არასწორი მიმართულებით სიარულს ემსახურება", - დაწერა არველაძემ.
მკითხველის კომენტარები / 130 /
ჯერ გაერკვიეთ რა წერია კანონში…მარტო ფოჩიანი კანფეტრბით არ უნდა განსაჯო
ჯუბა
07 მარტი 2023 02:20
38
დაიპუტეს ბოტებმა, ტყუილად პასუხობთ რამიშვილის უკანონო შვილებს...
ვახ...
06 მარტი 2023 16:58
8
რა დასადები ინფორმაცია ეს იყო ახლა აქ!! ყველა თავის საქმეს რომ აკეთებდეს ამ ქვეყანაში, ასე არ ვიქნებოდით!! როგორც ყველა ვერ ერკვევა ფეხბურთში, ასევე ყველა ვერ ერკვევა პოლიტიკაში!!
???
06 მარტი 2023 15:01
39
ყაველაშვილი და კალაძე მაგრა ერკვევიან არა?
irakli81
06 მარტი 2023 15:27
21
ფეხბურთელი კარგი იყავი, მწვრთნელი ისე რა, პოლიტიკას შეეშვი რა, აქედანვე ჩანს არაა ეს შენი სფერო, პატივისცემას და სიყვარულს დაკარგავ...
ელგუჯა
06 მარტი 2023 14:46
53
მიყვარხარ შოთი❤️❤️
ანი
06 მარტი 2023 14:58
30
უიმე მათლა?
ანის
06 მარტი 2023 20:27
9
ბრავო შოთი, სწორ დროს სწორ ადგილას დგეხარ.
სამშობლო უპირველეს ყოვლისა და მერე სპორტი და ყველა დანარჩენი.
ფეხბურთი
07 მარტი 2023 02:40
42
დემეტრაძე რომ დაიჭირეს ხმა არ ამოუღია.ნეტავ რატომ. ფედერაციის ამბებზე ჟურნალისტური გამოძიება მაინც ჩატარდეს კარგი იქნება.გაირკვევა ტყუილი მართალი. ფულის მოტეხვას აბრალებენ იქ.
..
07 მარტი 2023 09:56
4
დასაჭერი იყო!
დემეტრაძე
07 მარტი 2023 17:52
0
კომუნისტების დროს კომუნისტი, მიშას დროს მიშისტი, ახლა იცის არავინ არაფერს მოკითხავს და გამოყო თავი.. კობიაშვილზე რომ წერთ რაღაცეებს, კობიაშვილამდე ფედერაციის შენობა ბანკში იდო, დაგავიწყდათ ალბათ.. სხვა ამის და მის ოჯახის ,,კარგ'' საქმეებს აღარ ჩამოვთვლი, მოედანზე მისული ხალხისგან შემოსული თანხის გადახდას ძმაკაცების გირაოში და ასე შემდეგ მაგის ძმისგან.. რუსული კანონია თუ ფრანგული ეგ სხვა სასაუბრო თემაა, მარა მიხედოს თავის საქმეს. გამომივიდა სამოქალაქო აქტივისტი.. ან წავიდეს პოლიტიკაში.. მორალის სწავლებას მორალური ადმიანებისგან მივიღებდი...
ზაალი
07 მარტი 2023 01:04
32
მაგ:ყაველაშვილი,კალაძე,ხაინდრავა კაკაბაძე სუბარისგან??!!
!!
07 მარტი 2023 01:33
12
!!-ს მე პოლიტიკოსებზე დავწერე რამე? კარგად უნდა წაიკითხო რას ვწერ..
ზაალი
07 მარტი 2023 03:22
5
კიდევ ერთხელ უდიდესი სიმპათია და პატივისცემა შოთის
მინდია
06 მარტი 2023 14:20
44
ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი პოზიცია, განსაკუთრებით ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს!კალაძის, ყაველეშვილის, კაჭარავას კიდევ სხვებზე თუ არ გქონიათ პროტესტი პოლიტიკა თქვენი საქმე არ არისო ახლა რამ გაგაღიზიანთ? ხომ არ აირიეთ გზავნილებში? თუ ინტელექტი არ გაძლევთ მეტის საშუალებას?
რუსეთში არ უნდა წავიდნენო ჩვენი ფექხბურთელები, ქვეყანა მიდის რუსეთისკენ და სპორტი ცალკე გამოეყოფა?
Irakli
06 მარტი 2023 17:04
20
აირცხვილია ამდენი ხნის სიდუხწირის წვალების ბრზოლის შემდეგ ასე უმტკივნეულოდ ისევ რუსეთისკენ რეგრესისკენ მივყავდეთ ხალხსბრომელნიც ჩვენ დავიქირავეთ სამსახური მივეცით და ხელფასებს ვუხდით და ჩვენვე გვაქვს უფლება მოვთხოვოთ ის რაც ქვეყანას სჭირდება და საითაც ამდენი ხანი წვალებით მივდივართ. სულერტია პოლიტიკური პარტიული კუთვნილება. თემატურად ჩვენი უფლება და ვალია ხალხის მოვითხოვოთ რომ შეწყდეს ეს სამასირცხვო რუსეთის ლოკვა
lsd
06 მარტი 2023 14:30
42

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული