"ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ" - შოთა არველაძე ე.წ. აგენტების კანონპროექტზე

AutoSharing Option
ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი შოთა არველაძე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

50 წლის არველაძემ ე.წ. აგენტების კანონპროექტის შესახებ მოსაზრება Facebook-ზე დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ამ სკანდალური კანონის განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს:

"ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.

თითქმის
საუკუნის წინ საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი და არაერთი დიდი ქართველი, რომელთა სწორ და პატრიოტულ საქმიანობას ისტორიამ საბოლოოდ ზუსტი შეფასება მისცა. არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო ადამიანს აგენტად შერაცხავს, ეს წარსულში დავტოვეთ. ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ. ამ ბერკეტის ფლობა ნიშნავს ცენზურას, კონტროლს და მეტ დაკომპლექსებულ ადამიანს - არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება. ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა და საბჭოთა სისტემამ სიკვდილის შემდეგაც კი გაასამართლა.

რამდენიმე დღეა ვუსმენ ფერმერებს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მეწარმეებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მწერლებს, არტისტებს, აკადემიკოსებს, გამოცდილ დიპლომატებს - არ შეიძლება, მათი მკაფიო პოზიცია გაზიარებული არ იყოს, არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან. რაც მათ და ჩვენს მომავალს საფრთხეს უქმნის და შეუქმნის, ყველაფერი არასწორი მიმართულებით სიარულს ემსახურება", - დაწერა არველაძემ.
მკითხველის კომენტარები / 130 /
100 პროცენტით მართალს ამბობ შოთი!გიერთდები მიმართვაში,არ გვჭირდება ახალ ახალი კანონები!რაც ადრე არის მიღებული ჯერ ისინი შეასრულონ!უმაქნისი პარლამენტარების ყურებით უკვე ძალიან დაიღალა ჩვენი ხალხი!!!
ზაზა
06 მარტი 2023 14:16
41
აი ეგ უკვე აღარ უნდა გეთქვა შოთი,ხო იძახდით პოლიტიკაში რო ჩავერიო ნახ.საქართველო შემიძულებსო და აჰაა,მიიღე.თან ამერიკული კანონია და რატომ უნდა ეშინოდეს ვისაც გამჭვირვალე დაფინანსება აქვს,არ მესმის და შენ კიდევ საქვეყნოდ შერცხვენილთა მხარეს იჭერ. ეგ მხარე კიდევ არაა არც ევროპული და არც პროგრესული, ეგაა ცოცხიანი-სადისტების მხარე.
ზეზვა
07 მარტი 2023 01:51
32
ვინც საქართველოს საწინააღმდეგოდ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში და აქ ცდილობს აურიოს ყველა უნდა გაიშიფროს.ამერიკელი იქნება რუსი თუ შირლანკელი არ ააქ მნიშვნელობა თუ გინდ ქართველი იყოს ვის ინტერესებს ემსახურება და რისთვის საიდან ფინანსდებიან, ეს ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს რა არის ამაში ცუდი.იმიტომ ეწვით ვიღააცეებს რო გიშიფრებიან ამ კანონის მიღების შემთხვევაში და მილიონებს ვეღარ აიღებენ საქართველოს საწინააღმდეგოდ მოქმედებაში.
ZIKO
07 მარტი 2023 01:45
24
ეს ტიპი მწცრთნელობაში ვერ გამოდგა და ეხლა ყველანაირად ცდილობს პოლიტიკაში ან "არასამთავროებში" შეძვრეს ! მაგრამ აშკარად იქეთ ვერ იყურება P ნაც მოძრაობის და ფაკჩეკერების კაპიტანი გიგაურების და კინწურაშვილების დრო გადის შოთაააა ! შეეშვი მაგათ (და ქოცებსაც) და რაღაცა ახალ მოძრაობას მიეკედლე ! თუმცა საქართველოში ვერ ნახავ ახალ პერსპექტიულ მოძრაობას და შენ საყვარელ თურქეთში გირჩევ რომ გააკეთო პოლიტიკური კარიერა--ხალხი გიცნობს პატივს გცემენ და აგერ მაგარი ახალი მოძრაობა იკრებს ძალას ერდოღანის ოპოზიციური პარტიაა რომელსაც სათავეში უდგას ქალაქ ეზრინის (სადაც მიწისძვვრის დროს არცერთი შენობა არ დანგრეილა და არც მსხვერპლი არ იყო) მერი ოქეშ ელ­მა­ს­ოღ­ლუ რომელიც ეხლა ლამის თურქეთის ეროვნული გმირია ! მიდი მაგასთან პარტიაში და 2-3 წელში შეიძლება თურქეთის პარლამენტის სპიკერად გაიჩითო PP
zura222
06 მარტი 2023 16:00
65
შოთა არველძე ზუსტად რომ შემდგარი ადამიანია, აი შენ რაში გამოდექი ჯოსბს ეგ შკითხვა დაუსვა საკუთარ თავს!
Irakli
06 მარტი 2023 16:48
22
და შენ ხაარ შემდგარი ადამიანი ??
zura222
06 მარტი 2023 18:51
5
ეგ კანონ პროექტი უკვე კარგა ხანია მოქმედებს ამერიკაში და ევროპის ბევრ წამყვან ქვეყანაში და არველაძემ ეგ კარგად უნდა იცოდეს რახან პოლიტიკას ეხება ევროპაში ნაცხოვრებია და იმიტომ.რუსეთთან მაგ კანონს საერთო არაფერი აქ ეგ კანონი დასავლეთში მოუგონეს და ვითომ პროდასავლელებო, სინამდვილეში თქვენ კეთილდღეობას რო უფრთხილდებით კარგად გაიგეთ მაგ კანონის მნიშვნელობა.
ქომაგი
06 მარტი 2023 23:55
27
გულში გენაცვალე შოთიი !!!
beqa
06 მარტი 2023 22:31
32
რა გულში გენაცვალე, დემეტრაძის ამბავზე როგორ გაისუსა დაგავიწყდა სექტა?
სექტა ხარ რა
07 მარტი 2023 10:03
3
ბიძიკო ბურთი ითამაშე და შეეშვი ამ ბრძნულ მჭერმეტყველებას.ხო გადაისხეს თავზე.ჩაყრი წყალში მაგ შენ ნამოგვაწარს.მითქვია მე შენთვის .....
Daviti
06 მარტი 2023 22:28
30
ვინახარ ბიო შეენ? შოთი გაჩუმდეს შენ ილაპარაკოო მიხეილ ჯავახიშვილზე გსმენია რამეეე ისიც აგენტი იყოო?
giorgi
07 მარტი 2023 00:02
20
მიაყენე რაა თავს მიხედე.
G.LA
06 მარტი 2023 23:17
10
საზოგადოებას შეხვედრია ბიჭი, კონკრეტულად დაწერეთ თუ მართლებიხართ რაში გზღუდავთ კანონი.
დათო
06 მარტი 2023 16:31
52
ზღუდავს იმაში, რომ ევროპა ამერიკის ხმა ჩაკვდება და დედა ნატირები ღრუსეთის გაიჯეჯილებს.
ბექა
06 მარტი 2023 16:59
30
შოთა! შენი საქმე არ არის პოლიტიკაში ძრომიალი, ერთადერთი რაც კარგად გამოგდის ტიკ ტოკზე, კინტაურის ცეკვა თამაში! ხო ხაბეიშვილიც აიყოლიე და მიდიით შეუბერეთ მასხარებმა!
შოთა არველაძეს!
06 მარტი 2023 16:13
49
და შენ რომ საფეხბურთო აგენტი გყავდა, ან შენ შეიძლება არ გყავდა, მაგრამ უამრავ პროფესიონალ ფეხბურთელს რომ ჰყავს, მათი საქმე როგორაა ნეტა? ფსბ-ს აგენტებია ის აგენტები თუ როგორაა? უსინდისო კაცი ყოფილხარ ჩემდა სამწუხაროდ, თან შტერიც. ამ დემაგოგიას თუ გაუნათლებლობით აფრქვევ ეს ერთი უბედურებაა და თუ გესმის რა სისულელეს ლაპარაკობ და ამას განზრახ აკეთებ, ეგ უკვე შენი პირადი ტრაგედიაა. თუმცა სამწუხაროდ ყოველთვის მედროვეები იყავით ძმები. კვარაცხელია რომ სასიკვდილოდ ცემეს და დააგდეს ქუჩაში შენი ძმის ფედერაციის მოადგილეობისას, მაშინ პროტესტის გრძნობა არ გქონია?! უსინდისო კაცი ყოფილხარ სამწუხაროდ.
joi zaza
06 მარტი 2023 15:20
44

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული