"ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ" - შოთა არველაძე ე.წ. აგენტების კანონპროექტზე

AutoSharing Option
ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი შოთა არველაძე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

50 წლის არველაძემ ე.წ. აგენტების კანონპროექტის შესახებ მოსაზრება Facebook-ზე დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ამ სკანდალური კანონის განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს:

"ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.

თითქმის
საუკუნის წინ საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი და არაერთი დიდი ქართველი, რომელთა სწორ და პატრიოტულ საქმიანობას ისტორიამ საბოლოოდ ზუსტი შეფასება მისცა. არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო ადამიანს აგენტად შერაცხავს, ეს წარსულში დავტოვეთ. ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ. ამ ბერკეტის ფლობა ნიშნავს ცენზურას, კონტროლს და მეტ დაკომპლექსებულ ადამიანს - არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება. ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა და საბჭოთა სისტემამ სიკვდილის შემდეგაც კი გაასამართლა.

რამდენიმე დღეა ვუსმენ ფერმერებს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მეწარმეებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მწერლებს, არტისტებს, აკადემიკოსებს, გამოცდილ დიპლომატებს - არ შეიძლება, მათი მკაფიო პოზიცია გაზიარებული არ იყოს, არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან. რაც მათ და ჩვენს მომავალს საფრთხეს უქმნის და შეუქმნის, ყველაფერი არასწორი მიმართულებით სიარულს ემსახურება", - დაწერა არველაძემ.
მკითხველის კომენტარები / 130 /
თქვენ ბიჭო ხო კარგად ხართ ადმინისტრაციას მივმართავ…თქვენი ცენზურა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაღა მაკლია კიდე ეს ღრუსი მთავრობა არ კმარა? ცოტა აზრზე მოდით!!!
ზურა
06 მარტი 2023 23:15
21
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ კითხვა ჩვენი ძლიერი მხარე არ არის! წაიკითხეთ რაც წერია იმ კანონში, რეებს ბოდიალობთ? ვინ ვის ზღუდავს? რა კომენტარებს ვკითხულობ გაგიჟდება კაცი!!
???
06 მარტი 2023 19:04
13
კომენტარებში რომ წერთ პოლიტიკა შენი საქმე არ არისო?!თქვენ რატომ უწყვიტავთ თავისი აზრის დაფიქსირებას???ყაველაშვილმა,კაჭარავამ სანიკიძემ,კობიაშვილმა,კალაძემ უნდა გადამიწყვიტონ ქვეყნის ბედი და არველაძემ ხმაც არ უნდა ამოიღოს????!!!!
გიორგი
06 მარტი 2023 20:51
20
სიტყვაზე ენდობა და რა წერია არც იცის, რაᲦა ნაცები იხოკავენ Თავ-პირს, ეგენი ხომ კარგს არასოდეს უᲭერენ მხარს და რაᲦა მიხვედრა უნდა რომ ეს კანონი სᲭირდება ქვეყანას. პ/ს მაგაᲗ რომ დაუჯერონ ახლა 80% იქნებოდა უკვე დაკარგული. ვისი გჯერავს არველაᲫეების ბიᲭო? მტრების????
რუსუდანი
07 მარტი 2023 11:07
13
რომ გვითხრან ვინ და რატომ აფინანსებს, მერე სად მიდის ეს ფული, ,,გრეხია,,?
მე დამაფინანსონ და კაკალ-კაკალ მოგიყვებით სად დავხარჯავ. )))))))))))
100%
07 მარტი 2023 09:05
2
ნაცშპანაა არველაძე, ნაცშპანები აქებენ და იწონებენ .
საჩინო
07 მარტი 2023 09:05
7
ვერ ხედავთ რომ ამათ ფულის მეტი არაფერი აინტერესებთ ვეღარ გაძღენ.აფერისტმა კალაძემ თბილისი საშინელებათა ფილმს დაამსგავსა .ყველგან უზარმაზარ კორპუსებს აშენებს.ქალაქში ვეღარ გაივლი.
აღარ ჩერდებიან
06 მარტი 2023 19:12
18
აქ საგანგაშო ვითარება არა იმდენად ცუდ კანონშია, არამედ იმაში თუ რა მიზანს ემსახურება. ამ კანონით, მართლა რუს აგენტებს უნდათ ევროპული არასამთავრო ორგანიზაციების შევიწროვება, რადგანაც ისენი ვერ კონტროლდებიან ხელისუფლებისგან და არიან დემოკრატიის სადარაჯოზე, განვითარებად ქვეყნებში. რომ ამბობენ ამერიკასაც აქვს მსგავსი კანონიო, იმას კი არ უკვირდებიან, რომ ამერიკას არ აქვს დემოკრატიის პრობლემა და ეს კანონი თავის დროზე ფაშისტური გერმანიის პროპაგანდის წინააღმდეგ მიიღეს. მარტივი შედარება, რომ მოვიყვანოთ, თუ იარაღს მისცემ ქვეყნის დამცველ ჯარისკაცს, ის მტერს გაანადგურებს, ხოლო თუ მაიმუნს( მაგალითად ყაველაშვილს) საშიში იქნება გარშემო მყოფთათვის.
irakli81
06 მარტი 2023 21:32
18
ერთ ძალიან "ჭკვიანს" მინდა გამოვეხმაურო, ვინც ჩემს წინა ჩანაწერზე კომენტარი გააკეთა...

როცა ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ელჩები გეუბნებიან, რომ ეს კანონპროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ფასეულობებს და რუსული "დემოკრატიის" ანალოგია... როცა აშშ-ს კონგრესის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი გეუბნება, რომ ამ კანონპროექტს არაფერი საერთო არა აქვს ამერიკულ კანონთან... ხოლო როცა რუსეთის დუმის წევრები კმაყოფილებას გამოთქვამენ, ცოტა უნდა დაფიქრდე... ადამიანის თავს ბალიშზე დასადები ფუნქცია არ აკისრია მხოლოდ, იგი აზროვნებისთვისაცაა...

პ.ს. მოკლედ, როცა ამდენი ხალხი გეუბნება "ფეჩი" ხარო, გუგუნი უნდა დაიწყო! გასაგებია?

პ.პ.ს. კიდევ ერთხელ... სრულიად ვეთანხმები შოთის პათოსს!
თამაზი
06 მარტი 2023 19:20
21
თამაზ აზროვნბაში გიჭირს მაგრად, 27 ქვეყანა რას გეუბნება იმას კი არ უნდა უსმენდე, შენ საკუთარ ქვეყანას რომელი გზა მიიყვანს ტაძრამდე იმ გზას უნდა გაჰყვე, ეხლა შენ რომ 27 კაცმა გითხრას კლდეზე გადახტიო გამოდის უნდა გადახტე? საკუთარი აზრი არ გაგაჩნია გეტყობა
თამაზის
07 მარტი 2023 00:16
14
კახურად რომ შევაფასოთ ეგ კანონპროექტი, ასე ჟღერს: "გავკარი" ისეთ კანონს, რომელსაც მორგოშია, მოროშკინა, ხაინდრავა და კვიციანი უჭერენ მხარს!

პ.ს. "გავკარი"-ის ნაცვლად კი იცით რაც უნდა ჩასვათ რომ კაი გემრიელი კახური გამოვიდეს

:)
თამაზი
07 მარტი 2023 01:49
14
შენ ჯერ კანონის შინაარსი გაიგე და მერე ილაპარაკე. აქ საუბარია იმაზე რომ გამჭვირვალე იყოს ყველას დაფინანსების წყაროები. ხალხმა უნდა იცოდეს თუ ვინ საიდან და რამდენ დაფინანსებას იღებს. რა არის ამაში ცუდი? ზუსტად იმათ ეწვით ვისაც ეშინია რომ მათი საეჭვო დაფინანსებები გამომზეურდება და ხალხი ყველაფერს გაიგებს. შენ ალბათ პერვი კანალს და გლავკანალს უსმენ და ამიტომ ბოდავ სისულელეებს. თუ არ გაგეგება ამ საქმეში არაფერი ჯობია ის აკეთო რაც გამოგდის კარგად. ნაცების დროს ხომ იყავი ჩუმად,ახლა კი ხმა ამოიღო ამან. აბა ნაცტროლებო დისლაიქები არ დაგავიწყდეთ
ჰოდა
07 მარტი 2023 05:52
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული