"ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ" - შოთა არველაძე ე.წ. აგენტების კანონპროექტზე

AutoSharing Option
ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი შოთა არველაძე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

50 წლის არველაძემ ე.წ. აგენტების კანონპროექტის შესახებ მოსაზრება Facebook-ზე დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ამ სკანდალური კანონის განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს:

"ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.

თითქმის
საუკუნის წინ საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი და არაერთი დიდი ქართველი, რომელთა სწორ და პატრიოტულ საქმიანობას ისტორიამ საბოლოოდ ზუსტი შეფასება მისცა. არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო ადამიანს აგენტად შერაცხავს, ეს წარსულში დავტოვეთ. ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ. ამ ბერკეტის ფლობა ნიშნავს ცენზურას, კონტროლს და მეტ დაკომპლექსებულ ადამიანს - არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება. ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა და საბჭოთა სისტემამ სიკვდილის შემდეგაც კი გაასამართლა.

რამდენიმე დღეა ვუსმენ ფერმერებს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მეწარმეებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მწერლებს, არტისტებს, აკადემიკოსებს, გამოცდილ დიპლომატებს - არ შეიძლება, მათი მკაფიო პოზიცია გაზიარებული არ იყოს, არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან. რაც მათ და ჩვენს მომავალს საფრთხეს უქმნის და შეუქმნის, ყველაფერი არასწორი მიმართულებით სიარულს ემსახურება", - დაწერა არველაძემ.
მკითხველის კომენტარები / 130 /
მართალი ხარ შოთი! ნეტა საზოგადოების ყველა ცნობილმა წევრმა დააფიქსიროს თავისი აზრი, სჯობს ვიცნობდეთ ყველას, ვინაა მოღალატე ნაცების მხარეს, ვინ მოღალატე ოცნებისდა ვინ საქართველოს მხარეს.

მათ, ვინც სხვებს კანონპროექტის წაკითხვას ურჩევს, ვიპასუხებ როგორ უკვე წამკითხველმა;

წერია მოკლედ:

Adios Georgia, Привет из Москвы!

ვინც რუსულად კითხვა არ იცით, დარწმუნებული ვარ არც ეს კანონი გენდომებათ საბედნიეროდ.

დანარჩენი ყველამ თავისა იცის…
მართალია
07 მარტი 2023 10:47
25
ყოჩაღ არველაძეს, კრიტიკულ სიტუაციაში ამბობს იმას რაც სათქმელია!
პ.ს. ისე ყაველაშვილმა ბევრს რო იბრიქება გაიხსენოს რომ ვლადიკავკაზის ალანიაში თამაშობდა და მაშინ პირველმა მაგან მიიკრას აგენტის იარლიყი თავისი ნებით!
Gogi
06 მარტი 2023 20:34
18
მე მაქვს წაკითხული ამათი ვერსიაც, რუსულიც და ამერიკულიც. რუსული შეიძლება სიტყვა - სიტყვა არ ჯდება, მაგრამ უმთავრესი პუნქტები აქვთ გადმოკოპირებული. ამერიკული კანონი ზუსტად თარგმნეს, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ეს კანონი არასამთავრობოებს კი არა, უცხოეთის პოლიტიკური პარტიების მიერ დაფინანსებულ ნჯოებს ეხება.
ყველაფერს რომ თავი დაანებო, ამ კანონის მიღებით, საბოლოოდ გეხურება კარი ევროპისკენ და რჩები ჭაობში და იძახეთ ახლა ენჯეო და აგენტებიო. სამ ენჯეოს ვერ ნახავთ, საიტზე და ფეისბუქზევე რომ არ ეწეროს ვინ და რამდენს და რაში უხდის.
ყაველაშვილი რომ გაიძახის ევროპა არ გვინდაო, კითხეთ ერთი, მისი შვილები რატომ არიან შვეიცარიის მოქალაქეები?
აზრზე მოვიდეთ ხალხო, თორე უკან გვრჩება ნაციც, ქოციც, აგენტიც და ყველაფერი, სრულ იზოლაციაში ვიქნებით რუსეთთან ერთად
ლადო
06 მარტი 2023 18:41
15
ხალხო,ამდენ ენისა და მუშტების ქნევას,ეს კანონი შეადარეთ,რუსულ და ამერიკულ კანონებს.მე არ ვიცი ინგლისური,თორემ ნამდვილად შევეცდებოდი.ქოცები ამბობენ,რომ ეს პროექტი,ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანია,ნაცები,ამბობენ და სხვებსაც არწმუნებენ,რუსულიაო.ნახეთ და ვინც მართალი აღმოჩნდება,ხომ გავიგებთ.ამაზე ამდენი ყვირილი,ტყუილად არავის დაუწყია და აშკარაა,თავისი მიზნები აქვთ.არც შოთისაგან გამიკვირდება,პოლიტიკაში შემოდგას ფეხი და ეს პირველი ნაბიჯი იყოს.მაგისთანები გვინახავს საქართველოში?მოდავეთაგან ერთი მხარე მაინც(შესაძლოა ორივეც),ბინძურ თამაშს რომ ეწევა,ეს უკვე ცხადია და ქვეყნის ინტერესშია,ამ მხარის გარკვევა.ისე ნამდვილად არ მესმის,რომელიმე ორგანიზაციას,რატომ უნდა ჰქონდეს ფარულად,უცხოეთიდან დაფინანსება და თუ ასეთი ექნებათ, რატომ უნდა იყოს დაფინანსების ერთი მხარე,ქვეყნისათვის საიდუმლო,მაგრამ მისასალმებელი და მეორესთვის,თუნდაც ლეგალური დაფინანსება,კრიმინალად მონათლული.ძალიან კარგად მახსოვს,ნაცებმა როგორ დააპატიმრეს,ვახტანგ მაისაია,ქართულ პრესაში გამოქვეყნებული მასალების, სლოვაკეთის მედიისათვის გადაგზავნისათვის და სლოვაკეთის ჯაშუშობის ბრალდებით,ციხეც ახეხინეს,სხვა უამრავ თავგადასავალთან ერთად.სლოვაკეთი ხომ,მაშინ უკვე ნატოს წევრიც იყო და მგონი ევროკავშირისაც.ნატოს წევრ საბერძნეთს და თურქეთსაც ჰქონდათ შეიარაღებული კონფლიქტები და საქართველოსაც აქვს უფლება,საკუთარი უშიშროება უზრუნველჰყოს,ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან შესაძლო საფრთხის შემთხვევაში.საფრთხის შექმნა კი,ყოველთვის ფინანსებთანაა დაკავშირებული და მისი ნაკადების ცოდნა,სწორედაც სახელმწიფოს უშიშროების ნაწილია.სხვა საქმეა,ამ ინფორმაციას როგორ გამოიყენებ და სწორედ აქ არის სიფხიზლე და მკაცრი კონტროლი საჭირო,ძალოვანი სტრუქტურების მუშაობაზე.
სოსო
06 მარტი 2023 18:37
8
მერამდენედ გეუბნები იმას,რომ შეფარული რუსოფილი ხარ!
უკვე
07 მარტი 2023 05:02
3
მთაში მცხოვრებმა გითხრა, რომ ეს რა კანონიაო, თუ ფერმერმა?
ტყუილი - თქვენი მთავარი იარაღია! ფეხბურთელი იქნება, თუ ჭოკით მხტომელი.
მერაბი
07 მარტი 2023 09:17
4
ეს "ზურა222" აქ რომ ენამზეობს, ვორლდსპორტ.ჯი-ზეც იგივე რიტორიკით იყო გამორჩეული "დინამო222" ნიკით და ავახვევინეთ იქიდან. პირწავარდნილი რუსოფილია. უბრალოდ დააკვირდით მის კომენტარებს შემდეგში (ვისაც აქამდე არ შეუმჩნევია). თუმცა ახალი რა ვთქვი ? სავსეა ქართული ინტერნეტსივრცე ასეთებით.
მე იმის თქმა მინდა, რომ როცა წლობით ერთიდაიგივეს აკეთებ, უკვე აღარ თამაშობ - ნამდვილად ხარ ასეთი !!!
Korben Dallas
06 მარტი 2023 19:27
10
რატომ არ მიქვეყნებთ კომენტარს??რა არის ჩემ კომენტარში ისეთი?? რომ არველაძე და ყაველაშვილი ნათესავები არიან და ნათესაობაც გადაუდგა ყაველაშვილს
!!!
06 მარტი 2023 21:22
19
ანუ ყაველაშვილს საკუთარი ნათესაობაც გაემიჯნა?!
!!!
06 მარტი 2023 20:39
10
ფულს, სრსად, არასდროს,არავინ იძლევა ისე,საჩუქრად,ნათქვამია ვინც ფულს იხდის მუსიკასაც ის უკვეთავსო.
Sake
07 მარტი 2023 14:01
1
ბოგანო ქართველები მზად არიან ბიძინას გადააყოლონ საქართველო.ამერიკელები და მთელი ცივილიზებული ევროპა ამბობს ეს რუსული კანონიაო და ქართველი ბოგანოები ამერიკელებს უმტკიცებენ რომ თქვენ აზრზე არა ხართ რომ ეს ამერიკულიაო.სწორედ ასეთ ქართველებზე წერდა აკაკი ფურთხის ღირსი ხარო/
fu
07 მარტი 2023 12:11
17
ამერიკული ითარგმნა და რუსული როგორაა?
თვალსა და ხელს შუა გაყიდული ნაცები გაბრმავებენ და რომ ვერაფერს ხდებიან ისტერიულად მწვავე ფორმებში უვითარდებათ შიზოფრენია!
ლაშა
07 მარტი 2023 18:23
2
ბოგანო ფუის! ჩვენი მხურვალე, ნაცური სალამი!
ბოგანო ფუის
07 მარტი 2023 18:37
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული