"ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ" - შოთა არველაძე ე.წ. აგენტების კანონპროექტზე

AutoSharing Option
ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი შოთა არველაძე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

50 წლის არველაძემ ე.წ. აგენტების კანონპროექტის შესახებ მოსაზრება Facebook-ზე დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ამ სკანდალური კანონის განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს:

"ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.

თითქმის
საუკუნის წინ საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი და არაერთი დიდი ქართველი, რომელთა სწორ და პატრიოტულ საქმიანობას ისტორიამ საბოლოოდ ზუსტი შეფასება მისცა. არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო ადამიანს აგენტად შერაცხავს, ეს წარსულში დავტოვეთ. ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ. ამ ბერკეტის ფლობა ნიშნავს ცენზურას, კონტროლს და მეტ დაკომპლექსებულ ადამიანს - არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება. ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა და საბჭოთა სისტემამ სიკვდილის შემდეგაც კი გაასამართლა.

რამდენიმე დღეა ვუსმენ ფერმერებს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მეწარმეებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მწერლებს, არტისტებს, აკადემიკოსებს, გამოცდილ დიპლომატებს - არ შეიძლება, მათი მკაფიო პოზიცია გაზიარებული არ იყოს, არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან. რაც მათ და ჩვენს მომავალს საფრთხეს უქმნის და შეუქმნის, ყველაფერი არასწორი მიმართულებით სიარულს ემსახურება", - დაწერა არველაძემ.
მკითხველის კომენტარები / 130 /
ამერიკაᲨი დემოკრატიის პრობლემა ყოფილა.პ/ს Ჩვენ რაᲦას გვასწავლიან Ჭკუას ოცდააᲗიანებიდან აქვᲗ ეგ კანონი მიᲦებული, გააუქმონ და ესენიც არ მიიᲦებენ
რუსუდანი
07 მარტი 2023 11:10
5
მაგ კანონმა რომ იმუშავოს პირველ რიგში სასამართლო უნდა იყოს დალაგებული და თავისუფალი,ჩვენთან როგორცაა კი იცით.მეორეც საზოგადოება უნდა ცდილობდეს ასეთი მართვის ბერკეტი არ მისცეს ხელისუფლებას,რადგან მერე ბოროტად გამოიყენოს და ვერ გავაკონტროლოთ,რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს დიქტატურასთან,თუნდაც შენიღბულს დემოკრატიის სახელით.
ვახო.ხო
07 მარტი 2023 09:56
9
შოთიიი....შავი შავია და თეთრი-თეთრი,მიუხედავად იმისა, ,,ქახალდზე" დაწერ თუ არა,აგენტი არის ბაგენტი,კრემლიდან მოსულ დირექტივებს აღასრულებს, უოდინგტონიდან,ბრიუსელიდან ისპაჰანიდან თუ ისტამბულუდან. საკუთარ დედაზე სექსუალური ფანტაზიები ვისი დაფინანსებით პიარდებოდა,ამას უწოდებ განსხვავებულ აზრს?! ,,მსოფლიოს უდიდესი ტვინები კაცობრიობის რაოდენობის ბშემცირებაზე მუშაობენ და ქართველებს კი გამრავლება გინდათ,ეს ვიწრო ნაციონალუზმისო"-ამას უწოდებ განსხვავებულ აზრს? და ვინ აფინანსებს ამ იდეოლოგიის პროპაგანდა-აგიტაციას?! ვიდრე რაღაცის ანალიზს გააკეთებ,იმ რაღაცას ხომ უნდა ფაეცნო,თუ ყავაში ამოგივა?! ან გადაშალე და წაიკითხე,ან ამერიკულ კანონს რას უწუნებ,უნებლიედ თავად გამოგდის რუსული პოზიცია. პ.ს. ისე,პაოლო იაშვილი რომ იმსხვერპლა ის სსრკ ევროპელი მარქს-ენგელსის იდეოლოგიაზე იყო აშენებული და თუ ევროპელის იდეოლოგია არ მოგწონს,ვინ გამოდიხარ?! :) შეეშვი შითა ბატონო იმას,რაშიც ვერ ერკვევი,ან ჯერ გაერკვიე და მერე წერე,უყვარხარ ხალხს და გაუფრთხილდი ამ დაფასებას,თირემ აბა სამნიძე-კორძაია-უსუფაშვილებმა სულ არ იციან სიყვარული,მაგათმა მხოლოდ ლანძღვა-გინება იციან პატრიარქის,წმინდანების,პატრიოტების და პატრიოტიზმის,რა გინდა მაგათთან?!
ადამიანი
07 მარტი 2023 08:06
2
ვაა,ყაველაშვილს გადაუდგა საკუთარი ნათესაობაა?!ყოჩაღ შოთი
!!
06 მარტი 2023 18:34
12
გაიხარე შოთი მაგარი კაცი ხარ!!!!!
სოსო
07 მარტი 2023 15:43
7
მოღალატე გახარიას ამხანაგისგან, სხვას რას უნდა ველოდოთ?
სოსოს.
07 მარტი 2023 18:41
2
ღირსეული პიროვნება და სანიმუშო მოქალაქე! გაიხარე შოთი!
Alex.F
07 მარტი 2023 05:03
11
ნაცი და ღირსეული? პატიმრების გაუპატიურება ღირსებაა თქვენთვის ეტყობა.
)))
07 მარტი 2023 12:14
4
ვინც თქვენ,ქოცებს არ გეთანხმებათ,ყველას ნაცებად რომ ნათლავთ,აი ეგ არის ზუსტად არამოქალაქეობრივი პოზიცია და თავისუფალი აზრის დევნა!
)))-ს
07 მარტი 2023 17:55
3
კობიაშვილო და სანიკიძე თავი აღარ გამოგეყოფათ!!!!საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა არავის შერჩენია!!!!!
!!
07 მარტი 2023 22:15
7
რა ეშველება რაგბისტ კაჭარავას ეხლა თავის შეყვარებულთან ერთად რომ ვერ "იგრიალებს"ნიცაში,ნეაპოლში,პარიზში,რომში,მილანში??!!
!!!
07 მარტი 2023 19:49
8
პირველ რიგში შოთი ოჯახიშვილია და ყველაფერი რაც საქართველოს წინააღმდეგ კეთდება ყველაფერი თითეულ ქართულ ოჯახს ეხება.მაგრამ უწიგნური ქოცების ბოტებისთვის როგორც უწიგნური ყაველაშვილისთვის მთავარია 30 ვერცხლი და გაყიდიან ყველას.
torpedo-s
07 მარტი 2023 13:39
12
მადლობა შოთი შენი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის!!!!
გიორგი
07 მარტი 2023 16:23
9
მადლობა შოთის ღალატისთვის! გახარიამ რაო მადლობაო და თვალი ჩაგიპაჭუნა?
ანტი ქართველ გიორგის.
07 მარტი 2023 18:39
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული