"ფიზკულტურის და სპორტის კომიტეტში ვამზადებთ კანონპროექტს, რომ იმ სპორტსმენებს, რომლებიც მოქალაქეობას შეიცვლიან და სხვა ქვეყნის სახელით გადაწყვეტენ ასპარეზობას, მოუწევთ სრულად აანაზღაურონ ის ხარჯები რაც მათ მოსამზადებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა.
ერთ დღეში შეიძლება ისე მოხდეს რომ მათში დაბანდებული თანხა, სხვა ქვეყნის წარმატების მისაღწევად იქნება გამოყენებული", - ამბობს სვიშჩევი.
ისინი რუსეთის ნაკრების კანდიდატებად განიხილებოდნენ და 2022/23-წლების სეზონში სპორტის სამინისტროდან ფინანსდებოდნენ, ახლა კი კონტრაქტი გაუწყვიტეს.
ზემოთ აღნიშნული კანონი სპორტის ყველა სახეობაში გავრცელდება, ასევე შეეხება იმ პირებსაც, ვინც არ არიან რუსეთის ნაკრების წევრები, მაგრამ კანდიდატებად ითვლებიან.
გამოცემა "ხოლოდის" ინფორმაციით, ორასზე მეტია იმ სპორტსმენთა რიცხვი, ვინც რუსეთის სახელით გამოსვლაზე უარი თქვა, ან მომავალში აპირებს. სიაში არიან როგორც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები, ასევე დამწყებები.
მოგეხსენებათ, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, ამ ქვეყნის წარმომადგენელთა სპორტსმენებს სანქციები აქვთ დაწესებული.
ადმინ ნუ მბლოკავ :(
ანუ, ერთადერთი შედეგი, რასაც რუსეთი მიიღებს ისაა, რომ ვინც ჭოჭმანობს, შეიცვალოს მოქალაქეობა თუ არა, სასწრაფო წესით მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას. ახალი კანონის ამოქმედებამდე რომ მოასწროს.
ისე თუ დავაკვირდებით რუსი სპორტსმენების უმრავლესობა საქართველოსკენ იხრება კარიერის გაგრძელების მიზნით და არა სხვა ქვეყნებისკენ!