თანხა გადახდილია - დევისმა და სმოლკინმა რუსებს საქართველოს მოქალაქეობის მიღების გამო ხარჯები აუნაზღაურეს

AutoSharing Option
ფიგურულმა მოციგურავეებმა დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა მოქალაქეობის შეცვლის გამო რუსებს თანხა გადაუხადეს.

მოგეხსენებათ, ამ დუეტმა (ისინი ცოლ-ქმარი არიან) გადაწყვიტა, ყინულზე საქართველოს სახელით გამოვიდნენ.

რუსეთის ფიგურული ციგურაობის პრესასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ოლგა ერმოლინამ დაადასტურა, რომ დევისმა და სმოლკინმა ის თანხა დაფარეს, რომელიც რუსეთმა ამ წყვილის მომზადებაში გაიღო.

შეგახსენებთ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის თავჯდომარე დიმიტრი სვიშჩევმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ახალ კანონპროექტზე დაიწყეს მუშაობა, რომლის მიხედვითაც, იმ სპორტსმენებს, რომლებმაც მოქალაქეობა შეიცვალეს და წარსულში სახელმწიფოსგან ფინანსდებოდნენ, მიღებული თანხის დაბრუნება
მოუწევთ.

alt"დაუბრუნონ სახელმწიფოს მათზე დახარჯული თანხა" - დევისისა და სმოლკინის საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ, რუსებმა ახალ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული