"დაუბრუნონ სახელმწიფოს მათზე დახარჯული თანხა" - დევისისა და სმოლკინის საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ, რუსებმა ახალ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყეს

AutoSharing Option
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის თავჯდომარე დიმიტრი სვიშჩევმა RBC SPORT-ს განუცხადა, რომ ახალ კანონპროექტზე დაიწყეს მუშაობა, რომლის მიხედვითაც, ის სპორტსმენები, რომლებმაც მოქალაქეობა შეიცვალეს და წარსულში სახელმწიფოსგან ფინანსდებოდნენ, მიღებული თანხის დაბრუნება მოუწევთ.

"ფიზკულტურის და სპორტის კომიტეტში ვამზადებთ კანონპროექტს, რომ იმ სპორტსმენებს, რომლებიც მოქალაქეობას შეიცვლიან და სხვა ქვეყნის სახელით გადაწყვეტენ ასპარეზობას, მოუწევთ სრულად აანაზღაურონ ის ხარჯები რაც მათ მოსამზადებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა.

ერთ დღეში შეიძლება ისე მოხდეს რომ მათში დაბანდებული თანხა, სხვა ქვეყნის წარმატების მისაღწევად იქნება გამოყენებული", - ამბობს სვიშჩევი.

საინტერესოა, რომ რუსები ამ კანონოპროექტის მიღებაზე მას შემდეგ დაფიქრდნენ, რაც ფიგურულმა მოციგურავეებმა დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა მოქალაქეობა შეიცვალეს და ამიერიდან საქართველოს სახელით იასპარეზებენ.

ისინი რუსეთის ნაკრების კანდიდატებად განიხილებოდნენ და 2022/23-წლების სეზონში სპორტის სამინისტროდან ფინანსდებოდნენ, ახლა კი კონტრაქტი გაუწყვიტეს.

ზემოთ აღნიშნული კანონი სპორტის ყველა სახეობაში გავრცელდება, ასევე შეეხება იმ პირებსაც, ვინც არ არიან რუსეთის ნაკრების წევრები, მაგრამ კანდიდატებად ითვლებიან.

გამოცემა "ხოლოდის" ინფორმაციით, ორასზე მეტია იმ სპორტსმენთა რიცხვი, ვინც რუსეთის სახელით გამოსვლაზე უარი თქვა, ან მომავალში აპირებს. სიაში არიან როგორც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები, ასევე დამწყებები.

მოგეხსენებათ, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, ამ ქვეყნის წარმომადგენელთა სპორტსმენებს სანქციები აქვთ დაწესებული.

მკითხველის კომენტარები / 7 /
სოხუმი და ცხინვალი დააბრუნეთ თქვენი მყვარებელი რო მოვტ*ან!
ადმინ ნუ მბლოკავ :(
კ.მარქსი ფ.ენგელსი
15 ივლისი 2023 19:29
3
ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, ამიტომ ჩვენმა პარლამენტმაც უნდა მიიღოს მსგავსი კანონი და რუსებს ძიუდოისტების მშვიდობაძისა და (გვარი აღარ მახსენდება, 2021-ში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი) გადაბირებისათვის კარგი გვარიანი თანხა გადაახდევინეთ. ესენი კი რომლებიც ახლა გადმოვიდენ რას გააკეთებენ არავინ იცის.
ჟორა გაბრიჭიძე
15 ივლისი 2023 17:52
14
ამ ქვეყანაზე არ ხარ საერთოდ ჟორა ძია ))
ტარიელი
15 ივლისი 2023 18:59
3
დააბრუნეთ სოხუმი და ცხინვალი, თქვე ღორებო!
ILIA
15 ივლისი 2023 17:20
1
მაგ კანონს უკუქმედების ძალა არ ექნება. ანუ, უკვე ვინც მოქალქეობა შეიცვალა, იმათზე ვერ გავრცელდება.
ანუ, ერთადერთი შედეგი, რასაც რუსეთი მიიღებს ისაა, რომ ვინც ჭოჭმანობს, შეიცვალოს მოქალაქეობა თუ არა, სასწრაფო წესით მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას. ახალი კანონის ამოქმედებამდე რომ მოასწროს.
მიშა
15 ივლისი 2023 17:01
0
გასკდებიან რუსები ბოღმით. ესენი რომ ქართულ დროშას ააფრიალებენ!
ისე თუ დავაკვირდებით რუსი სპორტსმენების უმრავლესობა საქართველოსკენ იხრება კარიერის გაგრძელების მიზნით და არა სხვა ქვეყნებისკენ!
ბრძენი
15 ივლისი 2023 14:37
3
შეუქმნან ამ სპორტსმენებს, ისეთი პირობები,რომ რუსეთის სახელით გამოვიდნენ და არსად წავლენ.ვის უხარია,სამშობლოდან გაქცევა?თვითონ სისხლით ვერ ძღებიან და ისევ სხვებს უნდა მოსთხოვონ,საკუთარ ავკაცობაზე პასუხი?
სოსო
15 ივლისი 2023 14:37
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული