"სტუმრად გორდონთან" - ასე ჰქვია გადაცემას, რომელიც ჟურნალისტის Youtube არხზე გავრცელდა და ბურიაკმა საქართველოსთან დაკავშირებით მეტად არასასიამოვნო ფრაზა გააჟღერა.
კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და ომზე საუბრობდა, რა დროსაც თქვა:
"მადლობა ღმერთს, ახლა ყველაფერი თავის ადგილზეა. არის არმია, ხალხი და მოტივაცია. ერთ-ერთ ადამიანს ვუთხარი, ჩვენ სომხები და ქართველები არ ვართ, ეს უკრაინაა!
ყოველთვის ხასიათის ხარჯზე ვიგებდით. რუსები კიევში რომ შემოსულიყვნენ, აქ ყველაფერი სისხლში
ბურიაკი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში კიევის "დინამოში", მოსკოვის "ტორპედოში", ოდესის "ჩერნომორეცსა" და სხვა გუნდებში ასპარეზობდა.
ის ორჯერ უკრაინის ნაკრებს ედგა სათავეში, ასევე მოძღვრავდა კიევის "დინამოსაც".