ბადრი ყაველაშვილი კაიაკიში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანია

AutoSharing Option
დუისბურგში (გერმანია) გამართული კანოე სპრინტის მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებული გამოდგა საქართველოს გუნდისთვის - ბადრი ყაველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მომავალმა მედალოსანმა 200 მეტრზე საკვალიფიკაციო გაცურვას 35.635 წამი მოანდომა. უკეთესი შედეგი (34.274) ჰქონდა ნახევარფინალში, რამაც მას ფინალში გამოსვლის შესაძლებლობა მისცა. გადამწყვეტ გაცურვაში ქართველმა კაიაკისტმა ფინიშის ხაზი მეორე შედეგით - 35.364 გადაკვეთა და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა. პირველი ადგილი დაიკავა ლიეტუვის წარმომადგენელმა, მესამე იყო ესპანელი კაიაკისტი.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული