თომას ბახი იმედოვნებს, რომ პარიზის ოლიმპიადაზე ყველა ქვეყნის სპორტსმენები იასპარეზებენ

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი იმედოვნებს, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებში ყველა ქვეყნის სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას.

"ვიმედოვნებთ, რომ ეს ოლიმპიური თამაშები, ოლიმპიური სულის შესაბამისად, ყოვლისმომცველი იქნება, ეს კი მთელი მსოფლიოს სპორტსმენების მონაწილეობას ნიშნავს, რომლებიც ერთმანეთს მშვიდობიანად გაეჯიბრებიან. ასე იყო პიონგჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც მონაწილეობდნენ ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები. გასათვალისწინებელია, რომ ჩრდილოეთი და სამხრეთი კორეა, ორივე მხრიდან ბირთვული საფრთხის მიუხედავად, დღემდე საომარ მდგომარეობაში რჩებიან, - ლოზანაში, სპორტსმენთა საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა თომას ბახმა. - მსგავსი სურათი
იყო ტოკიოს თამაშებზეც, რომელშიც მონაწილეობდნენ სპორტსმენები იმ ქვეყნებიდან, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც, სამწუხაროდ, იმყოფებოდა და რჩება საომარ მდგომარეობაში. იქ იყვნენ წარმოდგენილი სპორტსმენები მთელი მსოფლიოდან, რაც იმას გვიჩვენებდა, თუ რაშია ოლიმპიური მისიის არსი და ოლიმპიური სულისკვეთება და როგორი იქნებოდა სამყარო, ყველა ერთნაირად რომ სცემდეს პატივს საყოველთაო წესებს. იმედი გვაქვს, რომ იმავეს დროულად მივაღწევთ პარიზის თამაშებზეც, ეს კი, როგორც არასდროს, ახლა მეტად მნიშვნელოვანია."

ცნობისთვის: საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს 2024 წლის თამაშებში რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობაზე გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია.

პარიზი XXXIII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს 26 ივლისი - 11 აგვისტოს ჩათვლით.

GEONOC.ORG.GE


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული