რუსეთის ერთიანობის დღეს, უკრაინული დუეტი, საქართველოს სახელით მოასპარეზე რუს წყვილს ჩაეხუტა და ფიგურულ ციგურაობაში ჩემპიონობა მიულოცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფიგურულ ციგურაობაში 4 ნოემბერს ასტანაში გამართულ დენის ტემის მემორიალის ტურნირზე საქართველოს სახელით მოასპარეზე რუსმა წყვილმა დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა პირველი ადგილი დაიკავეს.

საინტერესოა, რომ მე-3 ადგილზე გასულმა უკრაინულმა დუეტმა, მარია პინჩუკისა და ნიკიტა პოგორელოვის შემადგენლობით, მათი ხელი ჩამოართვეს, გადაეხვივნენ და გამარჯვებულა მიულოცეს.

აღსანიშნავია, რომ ამა წლის სექტემბერში ბუდაპეშტში გამართული ფიგურული სრიალის იუნიორების გრან პრის ეტაპზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას დუეტმა ოქროს მედალი მოიგო.

ღონისძიების შემდეგ გამართულ
დაჯილდოების ცერემონიალზე კი ქართული წყვილი უკრაინელ დუეტთან, ვიოლეტა სეროვასა და ივან ხოტბასთან მისალოცად მივიდა, თუმცა მათ მილოცვის მიღებაზე და ხელის ჩამორთმევაზე უარი განაცხადეს, ახლა კი ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა, თანაც აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი 4 ნოემბერს, რუსეთის ერთიანობის დღეს დაემთხვა. 

altუკრაინელმა ფიგურულმა მოციგურავეებმა საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილს ხელი არ ჩამოართვეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
დიანა დევისი, ეთერ თუთბერიძის შვილია
დავით 67
19:44 05-11-2023
1
Mama amerikeli yavs deda qartveli, gvari devisi, rusi rogor aris? Bogmasac xom aqvs sazomi an unamusobas.
.........
21:30 05-11-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული