2023-2024 წლის სათხილამურო სეზონი 13 აპრილს საქართველოს ჩემპიონატით დაიხურა.
შეჯიბრება გუდაურში სლალომსა და გიგანტურ სლალომში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აჭარის, გუდაურის, თბილისის, ბაკურიანისა და მესტიის ნაკრების იუნიორი (2010-2011; 2007-2008-2009 წლებში დაბადებული) წევრებისთვის ეს დღე წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელსაც სათხილამურო ფედერაცია ყოველწლიურად მართავს.
შეჯიბრებაზე მიღწეული წარმატება ახალგაზრდა მოთხილამურეებს საქართველოს ნაკრებში მოხვედრაში ეხმარება.
დღის ბოლოს ახალგაზრდა სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა. ამ ღონისძიებით დასრულდა 2023-2024 წლის სეზონი.
საქართველოს ჩემპიონატის გენერალური სპონსორი "სილქნეტი" იყო, რომელიც დაარსების დღიდან უჭერს მხარს ზამთრის სპორტის განვითარებას საქართველოში, არის
R