"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.

ძალიან სამწუხაროა, რომ სპორტსმენს, კონკრეტულად კი, ფეხბურთელს, უკვე მეორედ მიწევს, დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე, მაგრამ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ კვლავ გავიმეორო: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს.

საქართველოს გზა ევროპაშია.

ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს
მომავლისთვის.

ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა.

პ.ს მსურს, რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს, როგორც 26 მარტის ღამეს იყო.

მე ვარ საქართველო", - წერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე.
მკითხველის კომენტარები / 100 /
აი ამ სიტყვების შემდეგ ზეწოლა ფედერაციიდან და აღარ ათამაშებენ რათ უნდა ამდენი ლაი ლაი ქოცებმა არ აპატიეს თავისუფალი აზრის გამოხატვა
ძია ჟორიკა
24 ივნისი 2024 15:39
1
…ნათქვამია: პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი….! … მიხედეთ საქმეს, იყავით პროფესიონალები!
პროფესიონალი
04 მაისი 2024 10:28
5
ბუდუ შენც?!ამ გნაცების ხროვას აყევი?!ტყუილად ვიყიდეთ გერმანიის ბილეთები?!ფეხბურთზე იფიქრე ეს ფულის მონები ერთმანეთში როგორმე მოყომარდებიან,ერთმანეთის ფულს იცავენ,არა რუსეთს,არა კორუმპირებულ ევროპას,გადაშენდით პოლიტიზირებულო ენჯეოებო
Kvekeskiri
04 მაისი 2024 01:20
10
სპორტსმენებო, აკეთეთ თქვენი საქმე, რადგან ამაში გიხდიან ფულს. მომიტინგეები აკეთებენ თავიანთ საქმეს რადგან ამაში უხდიან ფულს. ნუ გახდებით ევროპა-ამერიკის მაღალჩინისანთა ატკატების მომსახურე პერსონაჟები. მთელი ცხოვრება ფეხბურთს თამაშობთ და ის ვერ გისწავლიათ ხეირიანად და პოლიტიკას რას გაუგებთ? ნაცებისთვის რომ გმირები ხართ, დანარჩენი საქართველოსთვის სირები ხართ, ეს გინდათ? ნება თქვენია.
აბო
03 მაისი 2024 23:51
7
რა გინდოდათ ბიჭო რაა გამაგებინეთ,გქონდათ ხალხის სიყვარული რას ეჩრებით ამ ბინძურ პოლიკიკაში და რატომ გვაძულებთ თავს რა.წინ ევროპაა,იმის მაგივრად იმაზე იყოთ კონცენტრირებულები რაღაც სისულელეებს აბრეხვებთ და აყვებით ამ ბინძურ თამაშებს კარგით რა მართლა რაა,ფეხბურთი უნდა შეაძულოთ ხალხს?ჩათვალე უკვე ბევრის ანტიპატია გამოიწვიე.არა ძმაო არაა,არ გვიშველის ჩვენ არც ევროპაზე გასვლა და არც ევროპის ჩემიპონობაც კი.არაფერი გვეშველება,ვერასოდეს ვერაფერს ვირგებთ!
vax raa
03 მაისი 2024 22:42
4
ბუდუ ღირსეული ქართველი ხარ, არ მიაქციო ყურადღება რუსეთუმეების კომენტარებს
luka
03 მაისი 2024 22:35
13
რა ქნას ამათმაც, არ დაწერენ და გაა@ლევებენ ბულინგით…
ზოლა
03 მაისი 2024 21:50
5
რა დროს პოლიტიკაა ბუდუ!..მიხედე შენს საქმეს!!!....
კობა
03 მაისი 2024 20:35
13
"დაცვას მიხედე ხვედელიძე, დაცვას..."
რევა
03 მაისი 2024 19:40
9
ბუდუ, შენი საბაზრო ღირებულება 700 ათასი ევროა. ფეხბურთს მიხედე, ცოტა წაივარჯიშე, იქნებ რამენაირად მილიონ ევრომდე ახვიდე.
სამართალი
03 მაისი 2024 18:25
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული