"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.

ძალიან სამწუხაროა, რომ სპორტსმენს, კონკრეტულად კი, ფეხბურთელს, უკვე მეორედ მიწევს, დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე, მაგრამ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ კვლავ გავიმეორო: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს.

საქართველოს გზა ევროპაშია.

ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს
მომავლისთვის.

ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა.

პ.ს მსურს, რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს, როგორც 26 მარტის ღამეს იყო.

მე ვარ საქართველო", - წერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე.
მკითხველის კომენტარები / 100 /
აი ამ სიტყვების შემდეგ ზეწოლა ფედერაციიდან და აღარ ათამაშებენ რათ უნდა ამდენი ლაი ლაი ქოცებმა არ აპატიეს თავისუფალი აზრის გამოხატვა
ძია ჟორიკა
15:39 24-06-2024
1
…ნათქვამია: პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი….! … მიხედეთ საქმეს, იყავით პროფესიონალები!
პროფესიონალი
10:28 04-05-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული