"არა რუსეთს, და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს" - ბუდუ ზივზივაძე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.

ძალიან სამწუხაროა, რომ სპორტსმენს, კონკრეტულად კი, ფეხბურთელს, უკვე მეორედ მიწევს, დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე, მაგრამ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ კვლავ გავიმეორო: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს.

საქართველოს გზა ევროპაშია.

ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს
მომავლისთვის.

ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა.

პ.ს მსურს, რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს, როგორც 26 მარტის ღამეს იყო.

მე ვარ საქართველო", - წერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე.
მკითხველის კომენტარები / 100 /
საჭიროა თუ არა გამჭვირვალობის კანონის მიღება? ლაიქი-კი,დისლაიქი-არა!გმადლობთ
სიმართლე ერთია
04:15 03-05-2024
16
1991-92 წ. მაშინაც გასახურდიას აუმხედრეს ე.წ ელიტა, სპორტსმენები, მსახიობები, მწერლები. სცენარი იგივე, გამსახურდიას დიქტატორი, რუსეთის აგენტი, ანტიდასავლური კურსის გამტარებელი უწოდეს. მის მომხრეებს ბრბო, სოფლელები, სუნიანები ეძახეს და მეორდება იგივე, ოხრად დაგრჩებათ ეს ფეხბურთიც, კინოც და ყველაფერიც თუ ასე გაგრძელდა. სანამდე უნდა ვიყოთ ასეთი ბრიყვები, სანამდე უნდა ვიცეკვოთ სხვის დაკრულზე.
Alex
23:08 02-05-2024
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული