"ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია"- სიძულვილის ენის ეს პრიმიტიული ფორმულა ბოლო მოვლენების მთავარ გზავნილად იქცა.
სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია მედიით და სოციალური ქსელებით უწყვეტ ნაკადად მოედინება. თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია, ასეთი კი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილია.
აგრესიული უმცირესობა სიძულვილითა და ზიზღით უპირისპირდება ყველას და ქვეყნის მტრად აცხადებს მათ, ვინც გაუძლებს ზეწოლას.
დღეს ამ ჯგუფების ხელშია არა სიმართლე, არა რეალობის გააზრება, არა ერთმანეთის
გადავხედოთ სოციალურ ქსელებს, როგორი შეურაცხყოფა, ზიზღი და ბულინგი მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა მიერ მართული ჯგუფებიდან. განსაკუთრებული თავდასხმა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილებზე.
ნახეთ, როგორი ზეწოლა იყო რამდენიმე დღის მანძილზე ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლისგანაც კატეგორიულად მოითხოვდნენ ერთ რამეს- სიტყვასიტყვით გაემეორებინა ის მესიჯები, რაც საქართველოში გადატრიალების დაგეგმვის იდეოლოგებმა შექმნეს.
ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ დიდი წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს, იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად.
ხვიჩას განცხადება მკაფიოა- ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა! ასევე შეურაცხყოფის და ზიზღის ობიექტად აქციეს საქართველოს სიამაყე ლაშა ტალახაძე და ჩვენი სპორტული თუ სახელოვნებო სფეროს სხვა ცნობილი სახეები.
მეგობრებო, რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!
საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით და ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვერავინ მოახვევს თავს ფაშიზმს და სიძულვილის ენას.
დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ მეგობრებო, უფალმა ინებოს მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება!"- წერს კახა კალაძე.
"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია
არცერთი შეცდომა არ დაუშვია ,ისე მიაღწია შედეგს ! მიშას არაფერი შეშლია, არც შეშლილია, კგბ-ა და ზედმიწევნით შეასრულა საქართველოს დაცემის ჩეკისტური ინსტრუქცია , ამერიკა არა კვახი, მაგათ "შეიცურეს" მიშა, ვითომ ჭამეს "შუქურა" და მიუქსიეს პუტინს, ერთიც კგბ , მეორეც, ჭამონ ერთმანეთიო, მიშამ ჭამა საქართველო! აბა ჩვენ ნატოო? ევროკავშირიო ? ჰმ, სსრკ თვალსა მარგალიტს , საქართველოს მიშას და მიშიანცების წასვლა მოსვლის პირობებში სსრკ კარიც დახშული აქვსთ, ნატოსი მითუმეტეს! მიშამ ჭამა საქართველო! ჩვენ ვჭამეთ მიშა, მერე ქოცი ვჭამეთ, ახლა ისევ მიშა იქნება საჭამი და ასე, პაპის ვალს მამა გადაიხდის, მამისას შვილი, იმისას შვილიშვილი და ვიფრენთ დილამდე! როდემდის ? სანამ ჭკუას არ ისწავლით და არ დაემშვიდობებით ჩეკა კგბ კომპარტია კომკავშირს, აი იქამდე!
"იზავ", "პრასტრელი" და ა.შ. არც სწორია და არც ქართულია ...
2. ორი "გაუპრავებელი" ავტოგოლის "გაპრავების" უნიჭო მცდელობას შეეშვი - ავტოგოლების ახსნა შეიძლება, მაგრან არ "პრავდება" !
3. კარის უკან მჯდომის დანახულით "პრასტრელის" ახსნა-შეფასების უნიჭო მცდელობაზე, გეტყობა ფეხბურთშიც ისე ერკვევი, როგორც ქართულ გრამატიკაში .
-----------
აბსოლუტურად არ მინდოდა გულისტკენა , მაგრამ ...
არცერთი ფულზე/ფულით და ძალაუფლებით გაგიჟებული კაცი არაა დასაცავი...
დიდხანს იცოცხლე !
სირცხვილია !
დიდი ხანია უკვე, სირცხვილია !
ასე ფული კაცს გონებას უბნელებდეს
და ხალხის სიყვარული ასე გაანიავოს,
სამწუხაროა !
არა და, ყველა არჩევნებზეე მის სასარგებლოდ ... მივქარე !
"მეტს არ ვიზამ !
---------------
ფული, კახა !
ბევრი ფული !
არაა ასე ?!
სირხხვილია, შენ "ევროპის მოქალაქე" შვილები გყავდეს და სხვა ევროპას უკეტავდე !
სირხვილია , ღარიბი ქვეყნის პრივილეგირებულთა კოჰორტა ყველაფრიდან ფულს აკეთებდეს !
სირცხვილია უტიფარი ტყუილები ილაპარაკო და შენს გარემოცვას აფინანსებდე ...
და კიდევ ბევრი რამაა სირცხვილი !