ოლიმპიადა გრანდიოზული აღლუმით გაიხსნა - პირველ საშეჯიბრო დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს პარიზში ოფიციალურად გაიხსნა ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები.

გახსნის გრანდიოზულ საზეიმო ცერემონიაზე, რომელსც უამრავი ადამიანი დაესწრო, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები ლეგენდარული ქართველი სპორტსმენები - ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იყვნენ. მთავარ სცენად მდინარე სენა იქცა. დელეგაციებს გემები ჰქონდათ გამოყოფილი.

ოლიმ­პი­უ­რი მედ­ლე­ბის­თვის 206 ქვეყ­ნის 10 500 სპორ­ტსმე­ნი იბრძოლებს. ოლიმპიადაზე მონაწილეობას 28 ქართველი მიიღებს.

27 ივლისს ოლიმპიადაზე ხუთი ქართველი სპორტსმენი გამოვა: ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი (60 კგ), მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, პნევმატური პისტოლეტით სროლაში ნინო სალუქვაძე, რომელიც მეათე ოლიმპიადაზე მიიღებს მონაწილეობას, მოცურავე ანა ნიჟარაძე და მოკრივე
ლაშა გურული (63.5 კგ).

მკითხველის კომენტარები / 12 /
ოლიმპადის აზრი სწორედ იმაშია რომ ქვეყნები ეშელონებად დაყოფილი არ არის.
ვა რა დონეა
16:25 27-07-2024
2
გამარჯვება ლომებო♥️
ჯიმა
11:06 27-07-2024
0

სიახლეები პოპულარული