დღეს პარიზში ოფიციალურად გაიხსნა ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები.
გახსნის გრანდიოზულ საზეიმო ცერემონიაზე, რომელსც უამრავი ადამიანი დაესწრო, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები ლეგენდარული ქართველი სპორტსმენები - ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იყვნენ. მთავარ სცენად მდინარე სენა იქცა. დელეგაციებს გემები ჰქონდათ გამოყოფილი.

ოლიმპიური მედლებისთვის 206 ქვეყნის 10 500 სპორტსმენი იბრძოლებს. ოლიმპიადაზე მონაწილეობას 28 ქართველი მიიღებს.
27 ივლისს ოლიმპიადაზე ხუთი ქართველი სპორტსმენი გამოვა: ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი (60 კგ), მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, პნევმატური პისტოლეტით სროლაში ნინო სალუქვაძე, რომელიც მეათე ოლიმპიადაზე მიიღებს მონაწილეობას, მოცურავე ანა ნიჟარაძე და მოკრივე ლაშა გურული (63.5 კგ).
ტალახაძემ კი შემოსძახა საქართველოს გაუმარჯოსო.
გამარჯვება ჩვენს შესანიშნავ სპორტსმენებს .