საქართველოს ახალი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გახდა. ამ საკითხთან დაკავშირებით რუსულმა "სპორტ ექსპრესმა" კომენტარის გაკეთება ვეტერან ფორვარდ ზაზა ჯანაშიას სთხოვა, რომელმაც სიტუაცია მოკლედ შეაფასა.
"მიხეილი დიდი ხანია პოლიტიკაშია. ის ჯერ დეპუტატი იყო. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია!
ჭკვიანი ფეხბურთელებიც არიან", - ციტირებს ჯანაშიას "სპორტ ექსპრესი".