"ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანია... სსრკ-ის დროს..." - კავაზაშვილი ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე

AutoSharing Option
მოსკოვის სპარტაკის ყოფილმა მეკარემ ანზორ კავაზაშვილმა Match TV-სთან საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევაზე ისაუბრა.

"ყაველაშვილს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ სამაგიეროდ მას კარგად იცნობის ვალერი გეორგიევიჩ გაზაევიი, რომელიც ფეხბურთელობის დროს "ალანიაში" ავარჯიშებდა.

შემდეგ წავიდა ინგლისში და ითამაშა საზღვარგარეთ. მიხარია, რომ პრეზიდენტად აირჩიეს. ხალხი ფიქრობს, რომ ფეხბურთელები გაუნათლებელი ხალხია, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის.

სსრკ-ში ბევრი ჭკვიანი ფეხბურთელი იყო, ზოგიერთი მათგანი სპორტის მინისტრობის კანდიდატი გახლდათ. ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანი ხალხია. მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტად აირჩიეს, ეს ნიშნავს, რომ ფეხბურთი საპატივცემულო
პროფესიად იქცევა", - განუცხადა კავაზაშვილმა Match TV-ს.
მკითხველის კომენტარები / 28 /
დღეს სპორტსმენი გამოთაყვანებულ კუნთმაგარ ჯიგართან არის ასოცირებული. იყო დრო როცა სპორტსმენები განათლებასთან და ინტელექტთან იყვნენ უშუალო კავშირში.მაგალითად მანუჩარ მაჩაიძე.მან სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი წარჩინებით დაამთავრა და წარმატებულ სპეციალისტად ჩამოყალიბდა.ასეთი წარმატებული იყო მოკრივე დავით კვაჭაძე.საბჭოთა კავშირისა და ევროპის ჩემპიონი,პროფესორი და სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი.დათო ყიფიანი.ერუდიტი და ინტელექტუალი.ბევრი პიროვნება შემიძლია გავიხსენო.აი დღეს კი პრეზიდენტი ყაველა?ახლა თავი სტადიონზე წარმოვიდგინე."ოე,ტრენერ გაიყვანე მაგის..."







0
იასონას უდარი, თვალები მიხატული გაქვს თუ ივანიშვილმა დაგარიგა, ან ქოცი ან ნაციო? ოპოზიცია - გაგიგია ასეთი სიტყვა?
გურამი
11:07 16-12-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული