ნიდერლანდების "წლის სპორტსმენი" პორნოვარსკვლავი გახდა [PHOTO]

AutoSharing Option
ტანმოვარჯიშე ვერონა ვან დე ლეური 2002 წელს ნიდერლანდების "წლის სპორტსმენად" დაასახელეს, 6 წელში კი სპორტსმენის კარიერა დაასრულა, მალე პორნომსახიობი გახდა და უფროსებისთვის განკუთვნილ ფილმებში დაიწყო მონაწილეობის მიღება.

ვერონამ 2002 წელს ტანვარჯიშში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ვერცხლის მედლები მოიგო და ამიტომაც დაიმსახურა პრესტიჟული ჯილდო.

"როცა შენს ქვეყანაში საუკეთესო ხარ, შენგან ყველა განსაკუთრებულს ელოდება", - ამბობს გოგონა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მისგან ნიდერლანდებში იმდენს არავინ მოელოდა, რომ პორნომსახიობი გახდებოდა.

14 წლის ვერონამ ევროპის ჩემპიონატი მოიგო ახალგაზრდებში, 2 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე 5
მედალი მოიპოვა, მსოფლიო თასზე 3 მედალი აიღო და მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალიც დაისაკუთრა. 16 წლის ასაკში ტანვარჯიშის ახალგაზრდა კერპების რიცხვში გაერია და ნიდერლანდების წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.

"8 ან 9 წლის ასაკში მედალი საჩუქარივითაა, ყველა ბედნიერია, მშობლები, ბებია-ბაბუები, მეგობრები. ზეწოლა კი პოდიუმზე ასვლის დღიდან იწყება. როცა ამას ვერ ახერხებ, უკვე ლანძღვა მოდის, რომ ისეთი კარგიც არ ყოფილხარ, როგორიც ეგონე. ამას ემატება კონტრაქტები, იძულებული ხარ, ყველას ასიამოვნო", - ამბობს გოგონა.

ვერონამ ოცნების ახდენა ვერ მოახერხა და 2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე ტრავმის გამო ვერ მოხვდა. ამას დაემატა ისიც, რომ გაიგო, მამამ ლას-ვეგასში მის მიერ გამომუშავებული 5000 ევრო წააგო.

"ჩემთვის კონტრაქტებითა და შემოსავლის მიღებით არაფერი შეცვლილა, იმავე სკოლაში დავდიოდი, იმავე დარბაზში, იგივე ტანსაცმელი მეცვა, თუმცა ვიცოდი, რომ მშობლები უკეთესად ცხოვრობდნენ, ჩემი საბანკო ბარათი მათ ჰქონდათ."

ტრავმირებულსაც კი ყოველწლიურად ათეულობით ათასი ევრო შემოსდიოდა, თუმცა არაფერი რჩებოდა. დიდი ჩხუბის შემდეგ მამამ 81 000 ევრო მისცა საცხოვრებლისთვის, თუმცა ფული მალე დაიხარჯა და ვერონას მანქანაში მოუხდა ცხოვრების დაწყება მეგობარ ბიჭთან ერთად.

გარკვეული ხანი სპორტსმენმა ციხეშიც კი გაატარა, ვიღაც ქალს ფარულად ვიდეოს უღებდა, თუმცა გავიდა დრო და გამოჩნდა პორნობიზნესი.

"ეროტიკული საქმიანობა ჩემი გადაწყვეტილება კი არა, შანსი იყო. ამაზე უარეს რამეებს ვაკეთებდი კარგა ხანი. ასე რომ, ეს დადებითი ნაბიჯი გახლდათ.

გულწრფელად რომ გითხრათ, ბავშვობაში ამაზე არც კი მიფიქრია, ვერ წარმომედგინა, თუმცა იმ დროს ეს აღარ მანაღვლებდა. არ მყავდა ოჯახი და მეგობრები, რომელთაგანაც თანხმობა მჭირდება. ის ადამიანები, ვინც ჩემ გვერდით იყვნენ, ისეთს მიღებდნენ, როგორიც ვიყავი.

გადაღებები კი მე და ჩემმა მეგობარმა ბიჭმა ერთად დავიწყეთ. ასე გრძელდება, ისაა ჩემი რეჟისორიცა და მსახიობიც. ასე რომ არ ყოფილიყო, ამას ვერ შევძლებდი, თუმცა ახლა ვიხედები უკან და მიმაჩნია, ეს კარგი 8 წელი იყო", - თქვა 34 წლის ვერონა ვან დე ლეურმა The Sun-თან ინტერვიუში.


Sportall.Ge



მკითხველის კომენტარები / 9 /
ვიდეო ლინკებიც უნდა დადოთ ხოლმე. უფრო მაგარი სპორტული საიტი იქნება.
3
ვნებამოჩუხჩუხე მკერდსავსე ამორძალი რომლის ქვედა ფოტოერთობლიობა მხოლოდ იმას გაგიელვებს თავში როგორ გინდა დაშრიტო მისი ველური ფანტაზიები, მრისხანე ძინძინის დროს რომ ერთიანად არ განგმიროს შენი ფიზიკური გაბარიტები.
Kapitani Esgeso
19:35 23-04-2020
4

სიახლეები პოპულარული