ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე გარდაიცვალა

AutoSharing Option
22 აპრილს 42 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მოჭადრაკე და საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა წევრი ნინო ხურციძე გარდაიცვალა.

2017 წელს ცნობილი გახდა, რომ ხურციძე სიმსივნეს ებრძოდა და მას შემდეგ სოციალურ ქსელში მისი დახმარების შესახებ რეკვიზიტები გავრცელდა. სამწუხაროდ, ხურციძემ დაავადების დამარცხება ვერ შეძლო.

ნინო ხურციძისათვის ჭადრაკი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.

ხურციძე მსოფლიოს ჩემპიონი 16 და 20 წლის გოგონათა შორის იყო. მას 5 საჭადრაკო ოლიმპიადაზე, 3 მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე და 7 ევროპის ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული.

ნინო ხურციძე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის სამივე სინჯის მედლის
მფლობელია და საქართველოს 6-გზის ჩემპიონი, მათ შორის, მამაკაცთა შორის და ასევე, საქართველოს თასის მფლობელი.

პანაშვიდი: 24-25 აპრილს, 17.00 საათიდან.
მისამართი: რ. თაბუკაშვილის 41.
გამოსვენება: 26 აპრილს, 14.00 საათზე.
მისამართი: სიონის ეკლესიიდან.

Sportall.ge ღრმა მწუხარებას გამოხატავს ნინო ხურციძის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს თანაუგრძნობს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
რას დაეტაკე ამ პენსიონერის ალალ და გულიდან წამოსულ სიტყვებზე?! მეც ბევრჯერ მითქვამს ანალოგიური და ჩემი თავიც მიგულისხმია, როცა უდროოდ გარდაცვლილი ანგელოზი ბავშვების შესახებ წამიკითხავს, მინატრია ნეტავ მე ვიყო მათ ადგილას და ის ცოცხალი ყოფილიყო, ვიცი ასეთი ადამიანები ბევრნი არიან, ამაზე შეიძლება ადამიანის გაკიცხვა?!
ყველას დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას გისურვებთ, ნათელი ადგეთ უდროოდ წასულებს.
sidonia-s
01 მაისი 2018 16:10
0
პენსიონერი-ს. როცა თქვენს კომენტარს გავეცანი, გულდაწყვეტილი დავრჩი, რადგან ამ წუთილოფელში თურმე კიდევ დააბიჯებენ თქვენისთანა აზროვნების ადამიანები. კი, ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ თქვენს ამ მოსაზრებაზე დამებადა კითხვა - როგორ ან რა მონაცემებით თუ კრიტერიუმით უნდა დაახარისხო ადამიანები იმის მიხედვით, რომელია წასასვლელი და რომელი აქ დამრჩენი (აქ დამრჩენი ხომ არავინაა საბოლოოდ)?. საკითხავია, პირადად თქვენ (პენსიონერო), აქ დამრჩენთა რიგებში მოიაზრებ საკუთარ თავს თუ ნაადრევად წამსვლელებში უნდა იყოთ? ნინოს სული კი სასუფეველში ყოფილიყოს მარად...
sidonia
27 აპრილი 2018 17:27
3
მე გეტყვით, ვინ რჩება.. ბიუჯეტის მხრავები და ქართული ოჯახების გამაოხრებლები, უმუშევრად დამტოვებლები, ბანკების გამგულავებლები, მილიონი ემიგრანტის შემქმნელები, 200 ლარიანი მონების ჩამომყალიბლებლები.. გეცოტავებათ კრიტერიუმები?
გიორგი
29 აპრილი 2018 23:50
0
ვიზიარებ ოჯახის ღრმა მწუხარებას. რა ხალხი მიდის ნაადრევად ამ ქვეყნიდან და რა ხალხი რჩება ამ ქვეყანაზე. არ არის უსამართლობა?
პენსიონერი
25 აპრილი 2018 04:08
1
ძალიან მეტწყინა! ღმერთმა აცხონოს!
aburjga
24 აპრილი 2018 21:27
1
მიიღეთ უღრმესი სამძიმარი ამ საამაყო ქართველის გარდაცვალების გამო, როგორც ოჯახმა ისე მთელმა ერმა!
gela gloveli
24 აპრილი 2018 01:10
1
ჭადრაკს არ ვადევნებ თვალყურს მაგრამ სულით და გულით ვიზიარებ ოჯახის და საჭადრაკო სამყაროს მწუხარებას
daviti
23 აპრილი 2018 23:33
1
საზარელი ამბავია, ძაან მაგარი მოჭადრაკე იყო, ძალიან!!
შაკო
23 აპრილი 2018 20:29
1
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული....ძალიან ცუდია..ძალიან მეწყინა...სამწუხაროა
ბათუ
23 აპრილი 2018 18:17
1
უფალმა დაუმკვიდროს ნათელი, სადაც მართალნი განისვენებენ. ოჯახს და საქართველოს სპორტის მოყვარულებს კი ვუსამძიმრებ ძვირფასი ადამიანის დაკარგვას.
გაიოზ გოშაძე
23 აპრილი 2018 17:53
0
არ ვიცოდი მისი ავადმყოფობის შესახებ და გული შემეკუმშა ამ სამწუხარო ამბის გაგებისას. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ...
qomagi
23 აპრილი 2018 17:32
1

სიახლეები პოპულარული