2649 პუნქტით ასეულის სათავეშია ჩინელი მსოფლიოს ექსჩემპიონი ჰოუ იფანი. თანამემამულეს 53 პუნქტით ჩამორჩება 2015-16 წლების ფიდეს გრან პრის გამარჯვებული ცზიუ ვენძიუნი. ათეულში შემდეგ მოდიან: მსოფლიოს ჩემპიონატის წლევანდელი ფინალისტი ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2587), ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2557), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2546), კატერინა ლაგნო (რუსეთი, 2543), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2541), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2538), ნანა ძაგნიძე (2528), ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2527).
ქალთა საუკეთესო ასეულში, ძაგნიძის
ვაჟთა კლასიფიკაციის პირველ ასეულში მხოლოდ ერთი წარმომადგენელი გვყავს - ბაადურ ჯობავა, რომელიც 2712 პუნქტით 35-ე ადგილზეა.
ათეულში არიან: მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2838), ვესლი სო (აშშ, 2822), ფაბიანო კარუანა (აშშ, 2817), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2811), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2803), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2793), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2786), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2783), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2774), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2772).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"