ნონა გაფრინდაშვილი სენიორ მოჭადრაკეთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
ნორვეგიის ქალაქ დრამენში გამართული ევროპის ჩემპიონატი სენიორ (65+) მოჭადრაკეთა შორის ნონა გაფრინდაშვილის გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, გაფრინდაშვილი გათამაშების შემდეგ 5,5 ქულით პირველობას რუს ელენა ფატალიბეკოვასთან ერთად იყოფდა, თუმცა მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

შესაბამისად, ვერცხლის მედალი რუსმა ფატალიბეკოვამ მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა თამარ ხმიადაშვილი, რომელიც სენიორთა შორის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორია.

შეგახსენებთ, ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია, ასევე, საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა და კაცთა შორის, მსოფლიოს საჭადრაკო
ოლიმპიადების 11-გზის ჩემპიონი, საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი და სხვა არაერთი გუნდური თუ ინდივიდუალური პრიზის მფლობელია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვენაცვალე!!! აი ქალი! ასაკი ვერაფერს აკლებს ჩვენს საამაყო ნონას.
მარინა
13:54 14-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული