![](https://sportall.ge/pictures/image31/92ca3f1a629cd371734552a8d354e2ee.jpg)
სლოვენიის ქალაქ ბლედში ჩატარებულ ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი გახდა.
გაფრინდაშვილმა 11 პარტიიდან 6 მოიგო, ხუთი ყაიმით დაასრულა და 8,5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
გაფრინდაშვილი +65 წლის ქალ ვეტერან მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა.
ის უხუცესია მათ შორის, ვისაც ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონობა აქვს მოპოვებული.