მერი არაბიძე საქართველოს ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
თბილისის ჭადრაკის სასახლეში დამთავრდა საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ეროვნული ჩემპიონატი (საპრიზო ფონდი 17 500 ლარი), რომელშიც წრიული სისტემით 12 მოჭადრაკე მონაწილეობდა. გასულ უქმეებზე ბოლო ორი ტურის ორთაბრძოლები გაიმართა:

X ტური: სალომე მელია-მირანდა მიქაძე 1:0, სოფიკო ხუხაშვილი-მერი არაბიძე 0.5:0.5, თამარ წერეთელი-ალექსანდრა ვახანია 0:1, სოფიო გვეტაძე-თამარ ესაძე 1:0, მაკა ფურცელაძე-ქეთი წაწალაშვილი 0.5:0.5, ნინო ხომერიკი-ინგა ხურცილავა 0:1.

XI ტური: ხურცილავა-მელია 0:1, წაწალაშვილი-ხომერიკი 1:0, ესაძე-ფურცელაძე 0:1, ვახანია-გვეტაძე 1:0, არაბიძე-წერეთელი 1:0, მიქაძე-ხუხაშვილი 0:1.

11 შესაძლებლობიდან 9.5 ქულით საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა მერი არაბიძემ, რომელმაც მარტის დასაწყისში საქართველოს
ნაკრებთან ერთად მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა.

გამარჯვებულს 2 ქულით ჩამორჩა 2008 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის ოქროსმედალოსანი სოფიკო ხუხაშვილი. 7 ქულით მესამე ადგილზე ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატების ორგზის პრიზიორი, წლევანდელი მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (მე-5 დაფაზე ოქრო ერგო) სალომე მელია გავიდა.

მომდევნო ადგილები: მირანდა მიქაძე - 6.5, ქეთი წაწალაშვილი - 6.5, ნინო ხომერიკი - 6, სოფიო გვეტაძე - 5.5, თამარ წერეთელი - 5, მაკა ფურცელაძე - 5, ალექსანდრა ვახანია - 3.5, ინგა ხურცილავა - 3, თამარ ესაძე - 1 ქულა.

მედალოსნებს საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე გასამგზავრებლად დააფინანსებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული