პირველად ევროპის საჭადრაკო სამყაროში - დაჯილდოება "ევროპის ოქროს პაიკი" გაიმართება

AutoSharing Option
ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა მონაკოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ ჟან-მიშელ რაპაირთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, რომლის მთავარი თემა 2019 წლის ნოემბრის ბოლო შაბათს დაგეგმილი დაჯილდოების ცერემონიალი - "ევროპის ოქროს პაიკი" იყო.

ღონისძიებას "ევროპის ოქროს პაიკის" სპონსორი კომპანიის, "აიგრუპის" წარმომადგენელი გიორგი ხუროძე დაესწრო. მისი თქმით, პროექტის მიზანი საქართველოს სახელისა და ქართველი ერის პოპულარიზაციაა.

"აიგრუპი" აგრძელებს ანდრია დადიანის ტრადიციას. ერთი საუკუნის შემდეგ ქართველები მონაკოში ვბრუნდებით და ჭადრაკის სამყაროში ყველაზე დიდ დაჯილდოების ცერემონიალს ვუყრით საფუძველს. ეს პროექტი ქვეყნის წარმოჩენას ემსახურება. ამიტომაც მასში ასე
აქტიურად არის ჩართული "აიგრუპი" და მხარს უჭერს ევროპის საჭადრაკო კავშირს, რომლის პრეზიდენტიც ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა", - აცხადებს გიორგი ხუროძე.

Sportall.Ge

პირველად ევროპაში, დაჯილდოების ცერემონიალი "ევროპის ოქროს პაიკი" საჭადრაკო სამყაროს საუკეთესო წარმომადგენლებს მოუყრის თავს. დაჯილდოების პირველი ღონისძიება ევროპელ ლეგენდებსა და მათი ღვაწლის წარმოჩენას მიეძღვნება.

Sportall.Ge

პირველი წლის ნომინაციებია:

საუკეთესო ევროპელი საჭადრაკო რედაქტორი

საუკეთესო ევროპელი საჭადრაკო ჟურნალისტი

საუკეთესო ევროპელი ორგანიზატორი

საუკეთესო ევროპული საჭადრაკო პროექტი

საუკეთესო ევროპელი საჭადრაკო არბიტრი

სკოლებში ჭადრაკის განვითარების ევროპელი პიონერი

ყველა დროის ყველაზე პატარა ევროპელი მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში

ჭადრაკში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი

ჭადრაკის ლეგენდა (ქალი)

ჭადრაკის ლეგენდა (კაცი)

კონკურსგარეშე:

საუკეთესო წიგნი (მხატვრული)

საუკეთესო ფილმი (მხატვრული)

პირველ წელს ევროპის საჭადრაკო კავშირი

დაჯილდოების ცერემონია ყოველი წლის ბოლო შაბათს, მონაკოს ქალაქ მონტე-კარლოში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული