ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!

AutoSharing Option
ქართველი მოჭადრაკე, ქართველ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების პირველი ნომერი ნანა ძაგნიძე (2509) ლოზანაში გამართული მსოფლიო ქალთა გრან პრის გამარჯვებული გახდა.

აღსანიშნავია, რომ ლოზანაში პლანეტის საუკეთესო 12 ქალი მოჭადრაკე იყო წარმოდგენილი და სასიხარულოა, რომ ქართველმა გოგონამ ასეთ მნიშვნელოვან და რთულ შეჯიბრებაში მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

ძაგნიძე ბოლო შეხვედრაში მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერს, რუს ალექსანდრა გორიაჩკინას დაუპირისპირდა და სასურველი ფრე დააფიქსირა.

მომზადებულია facebook.com/georgianchess/-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
გილოცავთ მთელ საჭადრაკო სამყაროს, ნამდვილად მაღალი მიღწევაა. ჟურნალისტებს შემადგენლობა მაინც დაგეწერათ, ტურნირი ხომ საერთოდ არ გააშუქეთ.
emigranti
14 მარტი 2020 03:44
0
გილოცავ ნანა!ძალიან გაგვიიშვიათდა გამარჯვებები ჭადრაკში.ამიტომ, კიდევ უფრო ფასეულია, ეს გამარჯვება.
სოსო
13 მარტი 2020 20:04
0
დიდებული შედეგია! ვულოცავ ქალბატონ ძაგნიძეს და ქართულ საჭადრაკო სფეროს ამ მიღწევას!
ლუკა
13 მარტი 2020 19:56
0

სიახლეები პოპულარული