გოსდუმის დეპუტატი: გაფრინდაშვილი საქართველოში რომ ცხოვრობს ამიტომ ალაპარაკდა სექსიზმსა და ქართველების ჩაგვრაზე

AutoSharing Option
ციგურაობაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა და რუსეთის დუმის დეპუტატმა სვეტლანა ჟუროვამ ნონა გაფრინდაშვილის მიერ Netflix-ის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე კომენტარი გააკეთა.

"სექსიზმში დადანაშაულება?! ახლა ეს მოდაშია და ყურადღებასაც იპყრობს. აქ საქმე სექსიზმს კი არა პროპაგანდას ეხება. ეს მხატვრული სერიალია და არაა სავალდებულო სიუჟეტი 100%-ით სიმართლეს აღნიშნავდეს. დოკუმენტური რომ იყოს, საჩივარს საფუძველი ექნებოდა.

რა, ქართველებს სსრკ-ში ჩაგრავდნენ? როგორც ჩანს, გაფრინდაშვილს დიდი გეგმები აქვს. ახლა საქრთველოში ცხოვრობს და ამიტომ დაიწყო ლაპარაკი სექსიზმსა და ჩაგვრაზე.

ჭადრაკის ქართული სკოლა საბჭოთა კავშირში ძალიან ძლიერი იყო. რაც შეეხება ნონა
გაფრინდაშვილს, მისი რეიტინგი კაცებს შორის ძალიან მაღალი გახლდათ. მას სსრკ-ში აფასებდნენ და გაფრინდაშვილის ეროვნებისთვის ყურადღება არასდოს მიუქცევიათ.

მიმაჩნია, რომ მხატვრულ ფილმში მითითებული ფაქტები მის გადაღებამდე უნდა შეთანხმდეს. ამიტომ, თუ Netflix-მა გაფრინდაშვილთან ეს არ შეთანხმა, მაშინ ისინი ძალიან არასწორად მოიქცნენ,"- განაცხადა ჟუროვამ.

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 35 /
კიდევ ერთი გამოხტომა საქართველოს წინააღმდეგ. ეს ჟუროვა დაბადებულიც არ იყო ნონა რო მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი გახდა, და ტიტული რუსებს კი არ დაუტოვა: რუბცოვას, რუდენკოს, კუშნირს(ესენი სხვადასხვა დროს ფინალში დაამარცხა ნონამ)
არამედ 17 წლის მაია ჩიბურდანიძეს.რომელმაც ასევე 5-ჯერ დაიცვა ეს ტიტული.
ამას როგორც ყველა რუსს ბოღმა ახრჩობს, საბჭოთა კავშირის დაშლაზე და გონია რო ნონა რუსებს უჩივის ოღონდ რაზე ვერ გაიგო. ნონას ვერავინ ვერაფერს ვერ შეკადრებს მაგრამ იმ ფილმში ასეთი აზრია გამოთქმული, რო ის არ იყო მაღალი დონის, მამაკაცებს რო გაუტოლდეს ნიჭით, მოჭადრაკე. შეიძლება პოლგარიც ახსენეს სადმე, რომელიც ხშირად თამაშობდა კაცებთან. საქმე იმაშია რომ ნონამ პირველად ითამაშა მამაკაცთა ტურნირზე და მერეც მუდამ თამაშობდა. ის რომ მის ტიტულებში(რომელსაც ვერავინ დაითვლის მასოფლიოს თუ ოლიმპიადების უამრავჯერ გამარვებულია.) არის ასეთი ტიტული გროსმაისტერი კაცებს შორის. და მორცა ბაზარი აქ აღარაფერია სალაპარაკო, ის რო კაცებში გროსმაისტერის წოდება აქვს უკვე ნიშნავს რომ ეს წოდება მხოლოდ კაცებთან ბრძოლაში მოიპოვა. ჟუროვა კი ფიქრობს რომ რახან იქ სიტყვა სექსიზმია ნახსენები მას სექსუალურად ავიწროებენ(როგორც თვითონ არის მიჩვეული)ნონას ამ სიტყვებში მისი დამსახურებების დაკნინებაზე აქვს საუბარი. იმ ახალგაზრდა დამწყებ "პოლიტიკოსს" კი რომელიც ერთი ადგილით არის იქ მოხვედრილი სულ სხვა რამ გონია. ანუ მელას რაც ესიზმრებოდა ის ელანდებოდაო.
დავითი
22:21 26-09-2021
1
ეს რუსული, კრემლისტური გამოხდომები, რომ არ გამოგექვეყნად არ შეიძლებოდა? თუ ვინაა ეს დებილი ქალი ამისთანა, რომ მისი ში მოსმენა აუცილებელია
Vascki
13:28 24-09-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული