რომელიმე ქვეყანაში ასეთი რამ ხდება? ახალგაზრდა მოჭადრაკე უსამართლობაზე წერს

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/ccNONA

17 წლის მოჭადრაკე თამუნა ესაძე სოციალურ ქსელ ფეისბუზე "ბათუმის მერიის თასი 2022-ის" ტურნირში მომხდარი ამბის შესახებ წერს და აცხადებს, რომ ორგანიზატორებმა შეჯიბრების ოფიციალურ დოკუმენტს გვერდი აუარეს და ტურნირის პირობების სიტყვიერად შეცვალეს. 

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ესაძეს, რომელმაც ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა, მხოლოდ ქალთა პირველადგილოსნის ჯილდო გადასცეს და განუცხადეს, რომ ქალი მოჭადრაკე ვერ აიღებდა კაცისთვის განკუთვნილ ჯილდოს. 

ახალგაზრდა სპორტსმენის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

"გამარჯობა მეგობრებო. მინდა მოგიყვეთ მორიგი უსამართლობის შესახებ, რაც ბათუმის მერიის თასის 2022 წლის ტურნირზე გადამხდა.
მთლიანი ოფენ
ტურნირის მეორე ადგილი დავიკავე (სადაც პრიზი იყო 1300 ლარი) და დამაჯილდოვეს, როგორც ქალთა 1 ადგილზე გასული (პრიზი 900ლარი). ოფიციალური დებულების მიხედვით (რომელიც კვლავ უცვლელად უდევთ ოფიციალურ საიტზე), მეკუთვნოდა რომ დავჯილდოებულიყავი როგორც მთლიანი ტურნირის მეორეადგილოსანი. როდესაც დავიწყე გასაჩივრება და მივმართე ორგანიზატორს, მითხრეს რომ მთავარმა მსაჯმა ეს გამოგვიცხადა პირველი ტურის დაწყებამდე, რომ ქალი კაცთა პრიზს ვერ აიღებდა. გთხოვთ მითხარით, რომელიმე ქვეყანაში ხდება ასეთი რამ, რომ ოფიციალურ დოკუმენტს (რისი გაცნობის შემდეგაც იღებ ადამიანი გადაწყვეტილებას მიიღო მონაწილეობა თუ არა ტურნირში) ცვლიან უბრალოდ სიტყვიერი გამოცხადებით, რომელიც, შეიძლება, მონაწილეების უმეტესობამ ვერც მოისმინა თამაშისთვის კონცენტრაციის ან სხვა მიზეზების გამო? მაგრამ ამას რა აზრი აქვს, ნუთუ ეს ქალთა უფლებების დარღვევა არ არის? რას ნიშნავს ქალს არ შეუძლია მამაკაცთა პრიზის აღება? ან ვის გაუგია ოფიციალური დებულების შეცვლა სიტყვიერად პარტიის დაწყების წინ?" - წერს ესაძე

ჯერ შეჯიბრების ორგანიზატორებს გოგონას განცხადებაზე პასუხი არ გაუციათ. 


მკითხველის კომენტარები / 17 /
ასეთ ბავშვებს ჩაგვრა კი არა, პატრონობა სჭირდება, როდის დამთავრდება ეს ძირგამომპალი ფეოდალური საქართველო?
რა გვეშველება?
03 სექტემბერი 2022 15:09
5
იმის მაგივრად სტიმული მიცეთ 400 ლარზე ალაპარაკებთ სპორტსმენს? წარმატებები გული არ გაიტეხო ცხოვრება სავსეა დაბრკოლებებით საიდანაც უფრო -ძლიერი გამოდიხარ.
ბოკინიო
03 სექტემბერი 2022 15:25
0
თუ ქალები და კაცები ერთად თამაშობენ ერთ და იგივე ტურნირში, მაშინ ერთი და იგივე პრიზი ეკუთვნის მეორე ადგილზე გასულ ადამიანს (ქალი იქნება თუ კაცი).
თამუნა 100% მართალია.
და ეს ქალთა უფლებების დარღვევა კი არ არის, ადამიანის უფლებათა დარღვევაა.
ქ. გ.
03 სექტემბერი 2022 16:13
1
თამუნას 2200 ლარი ეკუთვნის (1300 ლარი + 900 ლარი).
1300 ლარი ეკუთვნის როგორც ტურნირის მეორე ადგილზე გასულ მოჭადრაკეს და პლიუს 900 ლარი როგორც ქალთა 1 ადგილზე გასულ მოჭადრაკეს.
ქ. გ.
03 სექტემბერი 2022 16:49
1
კი ჩემო კარგო, ხდება ესეთი რაღაცეები. ოღონდ მხოლოდ ავღანეთში,სამხრეთ სუდანში და საქართველოში.
მეგრელი
03 სექტემბერი 2022 16:00
8
ბათუმში ყველაფერი მოსულა, ძაღლის კუდი არ სწორდება. ჩემს გოგონას საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, მისი მსგავსი მოსწავლე არც ეყოლება არასდროს იმ სკოლას, კომპიუტერი არ მისცეს იმიტომ რომ მამაშენი პროგრამისტია და გაქვს კომპიუტერიო სახლშიო. დღეს წარმატებული ბიზნესი აქვს და ღმერთმა შენც ისე გაგიმართლოს როგორც მას მხოლდ თავის შრომით და ნიჭით.
ლალუკა
03 სექტემბერი 2022 19:35
2
უნამუსოები. იფიქრეს ასეთ თანხაზე არ მოგვედავებაო. არადა ადვოკატი რომ აიყვანო და უჩივლო ეგ მთლიანი თანხა არ გეყოფა. ამიტომ მორალური ზიანის ანაზღაურებაც უნდა მოითხოვო.
აქ ქალთა უფლებების დარღვევა არ იკვეთება, ეს უსამართლობაა. ასე რომ ეგრეთწოდებულო ქალთა უფლებების დამცველებონუ აყაყანდებით თქვენებურად
დავით 67
04 სექტემბერი 2022 01:04
0
ეჰ, იცი თამუნა რამდენია 400 ლარი? მთელი ცხოვრებაა, სად აქვს მერიას მაგდენი ფული? უჭირთ საწყლებს, რას იზამ, ისევ შენ უნდა გაუგგო. ხომ გაქვს 900 ლარი, კანფეტები უყიდე მაგათ, გაეხარდებათ. )))
ფულისტი
03 სექტემბერი 2022 16:48
3
ბათუმის მერია,რას აკეთებთ, ვინმე პასუხისმგებლიანი არ გყავთ ხელმძღვანელობაში. სირცხვილია.
ზურაბ
03 სექტემბერი 2022 21:22
1
საქართველო დიქტატორული ქვეყანაა და მხოლოდ ასეთი რეჟიმების მქონე ქვეყნებში ხდება, მსგავსი პრეცენდენტები სამწუხაროდ.
ფეხბურთი
03 სექტემბერი 2022 16:26
11

სიახლეები პოპულარული