რომელიმე ქვეყანაში ასეთი რამ ხდება? ახალგაზრდა მოჭადრაკე უსამართლობაზე წერს

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/ccNONA

17 წლის მოჭადრაკე თამუნა ესაძე სოციალურ ქსელ ფეისბუზე "ბათუმის მერიის თასი 2022-ის" ტურნირში მომხდარი ამბის შესახებ წერს და აცხადებს, რომ ორგანიზატორებმა შეჯიბრების ოფიციალურ დოკუმენტს გვერდი აუარეს და ტურნირის პირობების სიტყვიერად შეცვალეს. 

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ესაძეს, რომელმაც ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა, მხოლოდ ქალთა პირველადგილოსნის ჯილდო გადასცეს და განუცხადეს, რომ ქალი მოჭადრაკე ვერ აიღებდა კაცისთვის განკუთვნილ ჯილდოს. 

ახალგაზრდა სპორტსმენის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

"გამარჯობა მეგობრებო. მინდა მოგიყვეთ მორიგი უსამართლობის შესახებ, რაც ბათუმის მერიის თასის 2022 წლის ტურნირზე გადამხდა.
მთლიანი ოფენ
ტურნირის მეორე ადგილი დავიკავე (სადაც პრიზი იყო 1300 ლარი) და დამაჯილდოვეს, როგორც ქალთა 1 ადგილზე გასული (პრიზი 900ლარი). ოფიციალური დებულების მიხედვით (რომელიც კვლავ უცვლელად უდევთ ოფიციალურ საიტზე), მეკუთვნოდა რომ დავჯილდოებულიყავი როგორც მთლიანი ტურნირის მეორეადგილოსანი. როდესაც დავიწყე გასაჩივრება და მივმართე ორგანიზატორს, მითხრეს რომ მთავარმა მსაჯმა ეს გამოგვიცხადა პირველი ტურის დაწყებამდე, რომ ქალი კაცთა პრიზს ვერ აიღებდა. გთხოვთ მითხარით, რომელიმე ქვეყანაში ხდება ასეთი რამ, რომ ოფიციალურ დოკუმენტს (რისი გაცნობის შემდეგაც იღებ ადამიანი გადაწყვეტილებას მიიღო მონაწილეობა თუ არა ტურნირში) ცვლიან უბრალოდ სიტყვიერი გამოცხადებით, რომელიც, შეიძლება, მონაწილეების უმეტესობამ ვერც მოისმინა თამაშისთვის კონცენტრაციის ან სხვა მიზეზების გამო? მაგრამ ამას რა აზრი აქვს, ნუთუ ეს ქალთა უფლებების დარღვევა არ არის? რას ნიშნავს ქალს არ შეუძლია მამაკაცთა პრიზის აღება? ან ვის გაუგია ოფიციალური დებულების შეცვლა სიტყვიერად პარტიის დაწყების წინ?" - წერს ესაძე

ჯერ შეჯიბრების ორგანიზატორებს გოგონას განცხადებაზე პასუხი არ გაუციათ. 


მკითხველის კომენტარები / 17 /
გია ჭანტურიასაგან მიკვირს ესეთი გაუგებრობა . თუ გია წყვერდა რაიმეს , ესაა საკითხავი .
zaza
14:16 11-11-2022
0
უნამუსოები. იფიქრეს ასეთ თანხაზე არ მოგვედავებაო. არადა ადვოკატი რომ აიყვანო და უჩივლო ეგ მთლიანი თანხა არ გეყოფა. ამიტომ მორალური ზიანის ანაზღაურებაც უნდა მოითხოვო.
აქ ქალთა უფლებების დარღვევა არ იკვეთება, ეს უსამართლობაა. ასე რომ ეგრეთწოდებულო ქალთა უფლებების დამცველებონუ აყაყანდებით თქვენებურად
დავით 67
01:04 04-09-2022
0

სიახლეები პოპულარული