
მეორე ეტაპზე ქართველ ვაჟებს მსოფლიოს უძლიერეს მოჭადრაკეებთან უწევთ თამაში. ლევან ფანცულაია მსოფლიოს პირველ ნომერ მოჭადრაკეს, მაგნუს კარლსენს (ნორვეგია; 2835) შეხვდება, ხოლო მიხეილ მჭედლიშვილი მსოფლიოს ტოპ-მოჭადრაკეს, ფაბიანო კარუანას (აშშ; 2782) დაუპირისპირდება.
საკმაოდ ძლიერ მეტოქეს ეთამაშება სალომე მელია. მისი მეტოქე მსოფლიოს ექსჩემპიონი ანა უშენინა (უკრაინა; 2434) იქნება.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია