ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა სწრაფ ჭადრაკში.
თასის გათამაშება ორ ტურნირად: ქალთა და ვაჟთა შორის გაიმართა.
ვაჟთა შორის 44 მოჭადრაკე ასპარეზობდა, მათ შორის, საქართველოს ნაკრების წევრები და ქვეყნის ჩემპიონები სხვადასხვა წლებში, საერთაშორისო დიდოსტატები: ბაადურ ჯობავა, გიგა ყუფარაძე, ლევან ფანცულაია, თორნიკე სანიკიძე და მერაბ გაგუნაშვილი.
ქალთა შორის 29 მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის, ევროპის 2023 წლის ჩემპიონი, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის (2015;2023 წწ) გამარჯვებული მერი არაბიძე, 2008 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის
ორივე ტურნირი საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ვაჟთა შორის 9-იდან 7,5 ქულით ერთპიროვნულად გაიმარჯვა ბაადურ ჯობავამ, ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა მეორე საპრიზო ადგილზე გასულმა ლევან ფანცულაიამ.
6,5-6,5 ქულით III-VII ადგილები გაიყვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:
3.გიგა ყუფარაძე;
4.თორნიკე სანიკიძე;
5.ნიკოლოზ პეტრიაშვილი;
6.დავით ნემსაძე;
7.აკაკი ყალიჩავა;
ქალთა შორის 7-7 ქულით, ორმა ინგამ: ხურცილავამ და ჭარხალაშვილმა გაინაწილა პირველობა. დამატებითი მაჩვენებლებით მაიას თასის გამარჯვებულის ტიტული ხურცილავამ მოიპოვა.
ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და კოეფიციენტების ცხრილით შემდეგნაირად განლაგდნენ:
3.მერი არაბიძე
4.სოფიკო ხუხაშვილი
საპრიზო მეხუთე ადგილის მფლობელიც დამატებითი მაჩვენებლების ცხრილმა გამოავლინა.
6-6 ქულით V-VII ადგილები გაინაწილეს:
5.მარიამ ჯანიაშვილი
6.ლილე ქორიძე
7.ალექსანდრა ვახანია
ასპარეზობაზე დაწესებული იყო საპრიზო ფონდი 7 300 ლარის ოდენობით, რომელიც ქალთა და ვაჟთა ტურნირებში შემდეგნაირად განაწილდა:
I ადგილი - 1 300 ლარი
II ადგილი - 900 ლარი
III ადგილი - 700 ლარი
IV ადგილი - 500 ლარი
V ადგილი - 250 ლარი
წყარო: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია