15 თებერვალს სამხრეთ კორეაში, პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველი მოთხილამურე ნინო წიკლაური გამოვიდა
15 თებერვალს სამხრეთ კორეაში, პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველი მოთხილამურე ნინო წიკლაური გამოვიდა.

წიკლაურმა გიგანტუს სლალომში იასპარეზა და საბოლოოდ 74 სპორტსმენს შორის 46-ე ადგილი დაიკავა. აქედან 21-მა მოთხილამურემ დისციპლინა ვერ დაასრულა.

პირველ ცდაზე ქართველმა სპორტსმენმა მანძილი 1:20:02 წუთში დაფარა. ამ მაჩვენებლით ის 51-ე ადგილზე განთავსდა, თუმცა მეორე ცდაზე წიკლაურმა დრო გააუმჯობესა და დისტანციის გავლას 1:16:91 წუთი მოანდომა. საერთო ჯამში, ნინომ 2:36:91 წუთი აჩვენა და როგორც უკვე გითხარით, 46-ე ადგილი დაიკავა.

ქალებს შორის გიგანტურ სლალომში გამარჯვებული ამერიკელი მიკაელა შიფრინი გახდა, რომელმაც საერთო ჯამში, ორივე დისტანცია 2:20:02 წუთში დაფარა.

რაც შეეხება ასპარეზობას სლალომში, რომელიც ორი დღის წინ უნდა გამართულიყო და რამდენჯერმე გადაიდო, ნინო წიკლაური შეჯიბრებაში 16 თებერვალს, ჩვენი 05:00 საათიდან ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ წიკლაური მეორე ქართველი სპორტსმენია, რომელიც პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე გავიდა. პირველი კი გიორგი პოღოსიანი გახდა, რომელმაც ციგაობაში 32-ე ადგილი დაიკავა.

გიორგი სოღოიანმა ოლიმპიადაზე გამოსვლა 32-ე ადგილზე დაასრულა

გაიოზ გოშაძე
ნინო გაგვახარე და ღმერთმა გაგახაროს. იმედია შემდეგში უფრო მაღალ წარმატებებს მოგილოცავთ.
gizog
ყოჩაღ ნინო, გილოცავ, შემდგომში ათეული და სულაც საპრიზო ადგილი მოგველოცოს.
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
მომავალ სეზონებზე ბაკურიანი და გუდაური მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებენ
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს
პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება
ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ის, რაც "კვარამ" ფინალში გააკეთა, უმნიშვნელოა", - მბაპეს მამა
"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
გურულმა მედალი გაინაღდა - ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ფინეთი გერმანიას შეხვდება
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
ქართველი ოლიმპიელები თომას ბახს შეხვდნენ
ნინო წიკლაურმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 52-ე ადგილი დაიკავა
ზამთრის ოლიმპიადა 2018: ნინო წიკლაურმა სლალომში 39-ე ადგილი დაიკავა [VIDEO]
ჩემი ყველაზე დიდი კოშმარი - ფრანგ მონაწილეს გამოსვლის დროს მკერდი გამოუჩნდა [VIDEO+PHOTO]
ნინო წიკლაური ოლიმპიადაზე 14 თებერვალს იასპარეზებს
ზამთრის ოლიმპიადა 2018: მორის ყვითელაშვილი მოკლე პროგრამით წარდგა [VIDEO]
ქართველი მოთხილამურე 2 დაშვების ჯამში 42-ე ადგილზეა
ზამთრის ოლიმპიადა 2018: იასონ აბრამაშვილმა სლალომში 28-ე ადგილი დაიკავა
მორის ყვითელაშვილმა ოლიმპიადაზე გამოსვლა 24-ე ადგილზე დაასრულა [VIDEO]
ნინო წიკლაურის გამოსვლა ზამთრის ოლიმპიადაზე გადაიდო
ზამთრის ოლიმპიადა 2018: აბრამაშვილმა გიგანტურ სლალომში დისტანცია ვერ დაასრულა [VIDEO]
იასონ აბრამაშვილი: ვიმედოვნებ, რომ მალე ისეთი გუნდი გვეყოლება, ბევრად დიდ შედეგებზეც ვიფიქრებთ