სად არის პუტინი? რუსებს გვჩაგრავენ, რატომ არ გვეხმარება? - 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი

AutoSharing Option
3-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ანფისა რეზცოვამ რუსი სპორტსმენების საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მოკვეთის შესახებ ისაუბრა. 

"არ მესმის, როცა 2018 წელს ჩვენებს კორეის ოლიმპიადაზე არ უშვებდნენ, ბევრი ამბობდა, დროშისა და ჰიმნის გარეშე არ წახვიდეთო. განსაკუთრებით დეპუტატები გამოდიოდნენ. არა, ვინ არიან საერთოდ? სპორტთან რა შეხება აქვთ? სხედან და ხალხის ფულებს იჯიბავენ. სპორტსმენები ნახევარ ცხოვრებას სპორტს ახმარენ და ოლიმპიადაზეც არ წავიდნენ?! 

აი, დღეს, როცა ჩვენს გოგო-ბიჭებს საერთაშორისო არცერთ ტურნირში მონაწილეობის მიღების უფლებას არ აძლევენ, მე მაქვს შეკითხვა: "რატომ არ აქვს ამაზე რეაქცია ჩვენს პრეზიდენტს? რატომ არ
იბრძვის პუტინი ჩვენი სპორტისა და სპორტსმენებისთვის?". თითქოს არაფერში არ იყვნენ დამნაშავეები. პოლიტიკური საკითხები თქვენ გადაწყვიტეთ, სპორტსმენები რა შუაში არიან? მით უმეტეს, პარაოლიმპიელები, რომლებსაც არაადამიანურად მოექცნენ. საშინელებაა, რაც ხდება", - თქვა რეზცოვამ. 

57 წლის ანფისა რეზცოვას ბიატლონსა და თხილამურებით სრიალში, ჯამში, 5 ოლიმპიური ოქრო აქვს. 

მომზადებულია sports-ის მიხედვით

altრუსი ტანმოვარჯიშის შოკისმომგვრელი საქციელი - კვარცხლბეკზე Z-სიმბოლიკით უკრაინელთან ერთად ავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩაეხუტეთ მაგრად ორივე კაქტუსს, პუტინს ექნება ბუნკერში ბლომად, რადიაციისგან იცავსო
12345
08 მარტი 2022 09:23
0
არ სცალია ხალხს ხოცავს
nnnnnn
07 მარტი 2022 16:46
1
ბუნკერში ესტუმრე ხუილოს და იქ დაგიცავს
saba
07 მარტი 2022 16:37
2
5 ოლიმპიური ოქრო აქვს ამ ქალს ? ხოდა მეექვსეს მისცემს პუტინი ლეფორტოვოს კაპეზეში DDD
zura222
07 მარტი 2022 14:52
9
ვითომ იხუმრე არა?გენაცვალოს შენი პუტინი არსად დაგეკარგოთ,ილოცეთ მასზე და მერე მისი მავზოლეუმი შეამკეს ყვავილებით,თფუი თქვენი...
გურულო
07 მარტი 2022 16:37
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული