ფოტო: facebook.com/wpcdinamo/
წყალბურთის კლუბი თბილისის "დინამო" ორი ლეგიონერით გაძლიერდა.
გუნდის ახალწვეულები იტალიელი ფაბიო ბარალდი და სერბი ბორის ვაპენსკი არიან.
აღსანიშნავია, რომ 28 წლის ვაპენსკი 2010 წელს ევროპის ჩემპიონატზე სერბეთის ნაკრებთან ერთად მესამე ადგილის მფლობელი გახდა. რაც შეეხება მის საკლუბო კარიერას, 2012/13 და 2013/14 წლების სეზონში "ცრვენა ზვეზდასთან" ერთად სერბეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
იმავე წლებში "ცრვენა ზვეზდასთან" ერთად სერბეთის თასის გამარჯვებულიც გახდა. ამავე გუნდის რიგებში 2012/13 წლებში ევროლიგის გამარჯვებული გახდა, 2013 წელს კი კლუბთან ერთად ევროპის სუპრთასის მფლობელი გახდა.
202 სანტიმეტრის
აღსანიშნავია, რომ ორივე წყალბურთელს უკვე აქვს საქართველოს მოქალაქეობა და ისინი საქართველოს ნაკრების კანდიდატებად ითვლებიან, თუმცა ჯერჯერობით FINA-სგან თანხმობას ელიან, რომ ჩვენს გუნდს შეუერთდნენ და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაეხმარონ.
ამ ფაქტს wpdworld.com-იც გამოეხმაურა, რომელიც თბილისის "დინამოსა" და გუნდის ახალწვეულებზე წერს.
"იტალიელი ფაბიო ბარალდი და სერბი ბორის ვაპენსკი თბილისის "დინამოს" წყალბურთის გუნდის მოთამაშეები ოფიციალურად გახდნენ.
ქართული პასპორტის მიღების შემდეგ მარჯვენა თავდამსხმელი და ცენტრალური მცველი ქართულ კლუბში ერთი წლის განმავლობაში ითამაშებენ. ისინი ნატურალიზაციის პროცესის დაასრულებას და FINA-სგან თანხმობას ელიან, რათა საქართველოს ნაკრებში თამაში მოახერხონ, რომელსაც ყოფილი ჩემპიონი რევაზ ჩომახიძე წვრთნის.
ორივე წყალბურთელისთვის მთავარი მიზანი საქართველოსთან ერთად 2020 წლის იანვარში ბუდაპეშტში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობაა. რაც შეეხება კლუბს: "დინამოს" მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე კარგად გამოსვლაა", - წერია საიტზე.