SOS: ბელარუსთან ისტორიული მატჩის წინ - კორონავირუსის გამო "დინამოს" წყალბურთელთა შეხვედრა მაყურებლების გარეშე ჩატარდება

AutoSharing Option
3 მარტს თბილისის "ოლიმპიკის" აუზში ჩემპიონთა ლიგის მატჩი "დინამოსა" და "მარსელს" შორის, კორონავირუსის გამო მაყურებლების გარეშე ჩატარდება, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციამ თავისი "ფეისბუქის" გვერდით გაავრცელა:

"ძვირფასო გულშემატკივრებო,

ბოლო დროს, მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელების მაღალ რისკებთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, 3 მარტს გასამართი წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის მატჩი თბილისის "დინამოსა" და ფრანგულ კლუბ "მარსელს" შორის, საცურაო
აუზ "ოლიმპიკში" ჩატარდეს მაყურებლების გარეშე".

არადა, 26 მარტს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში ბელარუსს მასპინძლობს და თუ ვითარება არ შეიცვალა, არაა გამორიცხული, ეს ისტორიული დაპირისპირებაც მაყურებლების გარეშე გაიმართოს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ხომ არ გიფრიკინებთ? სამი კაცი მთელ ქვეყანაში კარანტინს და სახლიდან გამოუსვლელობას უნდა ნიშნავდეს?
G.LA
04 მარტი 2020 22:58
0
დებილები ხართ რა
abgd
03 მარტი 2020 10:32
1
..... ჭამე
h
03 მარტი 2020 12:00
0
საკუთარი ჯანმრთელობა არ განაღვლებს კაი სხვისას რას ერჩი? არ უნდა მაგას პროფესორობა რო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უნდა აიკრძალოს თავ შეყრა პრევენციის მიზნით და არა იმის გამო არის თუ არა იმ ქალაქში ან ყვეყანაში მომატებული რისკი თორე თუ წავიდა და პანდემიად გადაიქცა ხო გალანღღავთ მთავრობას სად იყავი აქამდეო ოცნების მხარდამჭერი არასდროს ვყოფილვარ მარა რისკი რომ არ არსებობდეს თავი მაინც უნდა დავიცვათ და ევროპის ჩემპიონატზე (სადაც ჯერ გასასვლელები ვარტ) არ უნდა გირჩევნოდეს ინფექციის პანდენიად გადაქცევის რისკი
ნოდო
03 მარტი 2020 10:29
0
100%-იანი ხარ ნოდო!!
buba
03 მარტი 2020 10:48
0
ეს იმ უცნაური ხალხით დასახლებული ქვეყანაა რომელსაც მართლა მიშა უნდა მართავდეს და შიშში აცხოვრებდეს. დემოკრატია არაა ქართველებისთვის. ან ეს რა მონური ფსიქოლოგიაა გვაქვს, რომ თუ რომელიღაც საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელმა არ მიგითითა თამაში უმაყურებლოდ ჩაატარეო მაშინ ჩვემ რა უფლებით ვიღებთ გადაწყვეტილებას. სულ არ კიდია საერთაშორისო ფედერაციის ვიღაც ჭ კლასის ჩინოვნიკს ჩვენ აქ ერთმანეთს რას გადავდებთ და რა მოგვივა. რაც შეეხება ფეხბურთს უეფამაც რომ არ მოგვცეს დირექტივა თუ საჭიროდ ჩათვლის ქართული მხარე ფეხბურთიც უმაყურებლოდ ჩატარდება, რადგან მთავარი ადამიანების სიცოცხლეა და არა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა.
h
03 მარტი 2020 01:25
18
ახლა კიდევ შენი კორონა გვაკლია!!
ის 3-ც გვეყოფა !!
ექსპერტი
03 მარტი 2020 10:51
0
მე პირადად მზად ვარ ევროპის ჩემპიონატის საგზური კორონაში გავცვალო.ოღონდაც ჩვენ იქ გავიდეთ და პირადად მე შემხვდეს კორონა ვირუსი,ისე რომ სხვას არაფერი დაუშავდეს მზად ვარ.ამას ვამბობ სერიოზულად :)
საქართველო
03 მარტი 2020 02:29
4
კი მარა თუ საერთაშორისო ფედერაცია არ მოითხოვდა მაყურებელთა არ დასწრებას ამ ბეყეირათი ჩხენკელის კანტორამ რატომ აუკრძალა მაყურებლებს დასწრება?
Kkk
02 მარტი 2020 23:02
10
არავის აუკრძალია, რეკომენდაცია მისცეს. ეჭვი არაა, რომ თუ საერთოდ არ გავალთ ქუჩაში, არც არაFერი მოგვივა და ბარემ სახლში დაგვსვით. დაავადებულთა პროცენთული მაჩვენებელი საქართველოში იმდენად დაბალია(შესაძლოა ის სამი ადამიანიც ზედმეტი სიფრთხილის გამო გამოკეტეს), რომ თამაშებზე დასწრების აკრძალვა მაზოხიზმს ემგვანება. მთელი ქვეყანა ელოდება ბელორუსთან თამაშს და თქვენ გინდათ უმაყურებლოდ ჩაატაროთ? ხომ არ გავიწყდებათ, რომ მაყურებელი მეთორმეტე ფეხბურთელია მოედანზე, მეტი თუ არა. თუ საერთაშორისო დონეზე არ იქნება აკრძალვა არ გაბედოთ უმაყურებლო თამაშის ჩატარება. მაგას საერთOდ გადადება ჯობს ბევრად.
emigranti
03 მარტი 2020 00:41
2

სიახლეები პოპულარული