თბილისის "დინამომ" "იადრანი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში თბილისის "დინამომ" მონტენეგროს "იადრანი" 11:8 დაამარცხა.

პირველი ტაიმი ფრედ (4:4) დასრულდა, მესამე მეოთხედი "დინამომ" 3:0 მოიგო და საბოლოოდ გამარჯვება ხელიდან არ გაუშვა.

ჩვენი გუნდიდან სამ-სამი გოლი მარკო ელაჩამ და ანდრია ბითაძემ გაიტანეს, თითო-თითო კი - დუშან ვასიჩმა, ბესო ახვლედიანმა, სანდრო ადეიშვილმა, ბორის ვაპენსკიმ და იოვან სარიჩმა.

"დინამო" თბილისში დაბრუნდება და საქართველოს ნაკრების სხვა წევრებთან ერთად ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირისთვის შეუდგება სამზადისს, რომელიც თებერვალში ნიდერლანდებში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ბიჭებო.გილოცავთ გამარჯვებას.მართლაც მაგრად ითამაშეთ.ძალიან დიდი იმედი მაქვს,რომ კიდევ მოიგებთ თამაშებს.
სოსო
19:54 18-12-2020
0

სიახლეები პოპულარული