საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდაპეშტში წყალბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, A ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა ბრაზილია 14:10 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. გოლები ვაპენსკიმ (4), სარიჩმა (4), შუშიაშვილმა (2), იელაჩამ (2), ბითაძემ (1) და ადეიშვილმა (1) გაიტანეს.

ჯგუფიდან გამარჯვებული მეოთხედფინალში გადის, ხოლო მეორე და მესამეადგილოსნები - მერვედფინალში და საქართველოს ნაკრებმა პლეი-ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

დეიან სტანოევიჩის გუნდი 23 ივნისს მონტენეგროს დაუპირისპირდება, 25 ივნისს კი - უნგრეთს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ძალიან დიდი წარმატებაა თანაც რა სასიამოვნოა სპორტის გუნდურ სახეობაში ბრაზილიასთან მოგება რა დონის ნაკრებიც უნდა ყავდეს ამ ქვეყანას მადლობა ბიჭებს და მთელ გუნდს განსაკუთრებული მადლობა იმ ოთხ ადამიანს რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული შემართებით იბრძვიან არა მარტო ნაკრებში იმ ოთხ გაქართველებულ ლეგიონერს რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ქართული წყალბურთის წარმატებაში მე ოთხი დავთვალე ცამეტ მოთამაშეში ნატურალიზებილი წყალბურთელი თუ ვცდები ბოდიში ადრე მეტი იყვნენ და მათაც მადლობა ხალხი რომლებიც შენი ქვეყნის წარმატებისთვის იღვაწის მეტი დაფასება უნდა და არა ღლიცინი როგორც ზოგი იქცევა
აკინ
10:46 22-06-2022
2
არანაირად არ ვეთანხმები მაგ მოსაზრებას, ჯერ ერთი საკმაოდ არიან ქართველი ახალგაზრდა პერსპექტიული ბიჭები, რატომ არ უნდა მივცეთ შანსი ითამაშონ უმაღლეს დონეზე და აიმაღლონ კლასი, ასევე სხვებიც წამოეწევიან, და რო დავანებოთ რა იქნება უკეთესი იქნება თუნდაც ამ ბიჭებისათვის?
დათო
02:59 22-06-2022
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული