ნინო სალუქვაძემ ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ საქართველოს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია მოუტანა.

მსოფლიო თასის გათამაშებაში, რომელსაც პეკინი მასპინძლობს, ნინო სალუქვაძემ ფინალში იასპარეზა, სადაც 176.9 ქულით მე-5-მე-6 ადგილები დაიკავა. ეს ლიცენზიის მოსაპოვებლად საკმარისი გამოდგა.

ნინო სალუქვაძე 1988 წლიდან უცვლელად მონაწილეობს ოლიმპიურ თამაშებში და ქალთა შორის რეკორდსმენია. მის გარდა, ამდენ ოლიმპიადაზე მხოლოდ კანოისტ ჯოზეფა იდემ-გერინის (1984-2012) და ნიჩბოსან ლესლი ტომპსონს (1984-2000, 2008-2016) უასპარეზიათ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქართველია, რომელიც ყველა სინჯის ოლიმპიურ მედალს ფლობს. 1988 წელს,
სეულში, ის ოქროს და ვერცხლს დაეუფლა, 2008 წელს კი - ბრინჯაოს.

2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ნინო სალუქვაძემ შვილთან, ცოტნე მაჭავარიანთან ერთად იასპარეზა. თამაშების ისტორიაში ისინი პირველი დედა და ვაჟი არიან, რომლებმაც ერთ ოლიმპიურ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა.

მომზადებულია sportstat.gov.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
დაამშვენებდა ნინოს კიდევ ერთი ოქროს მედალი!!!
წარმატებები ტოკიოში!!!
აჩი
16:57 24-04-2019
0
ყოჩაღ ნინო!!!
ლაშა
15:54 24-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული