ნინო სალუქვაძე: უნდა დავემორჩილოთ საღ აზრს

AutoSharing Option
ტოკიოს ოლიმპიადა რიგით IX თამაშები უნდა ყოფილიყო ტყვიის სროლაში ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონის, ევროპის არაერთგზის გამარჯვებულ ნინო სალუქვაძის კარიერაში. ამ მხრივ ის საქართველოში აქამდეც ხომ რეკორდსმენი იყო, ახლა სროლის სახეობებში მსოფლიოს მასშტაბითაც რეკორდის თანაავტორი გახდება, თუმცა იქ მონაწილეობა ერთი წლით გადაედო - მოგეხსენებათ, მსოფლიოში გავრცელებული ახალი კორონავირუსის გამო XXXII ოლიმპიური თამაშები 2021 წლისთვის გადაიდო.
ოლიმპიადის გადავადებასთან დაკავშირებით თავის პოზიციას გვიზიარებს ნინო სალუქვაძე:

- ასეთ რამეს არავინ მოელოდა და არც რაიმე გამოცდილება არა აქვს არავის. ამიტომ უნდა დავემორჩილოთ საღ აზრს და ის
გავაკეთოთ, რაც საჭიროა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. პირიქით - ვამბობდით, რომ ორი თვით გადადებას აჯობებდა, ერთი წლით გადაედოთ, როცა უსაფრთხოება უფრო უკეთ იქნება დაცული. ისე, მე ისიც სულ მიკვირდა, თამაშები წლეულს რატომ დანიშნეს ორი თვით ადრე - წინა ოლიმპიადები დაახლოებით სექტემბრის ბოლოს იყო, ახლა კი ივლისის ბოლოს იწყებოდა. შესაბამისად, ჩვენც მოგვიწია მოსამზადებელი პერიოდის ორი თვით გადმოწევა. ცხადია, ბევრი ხარჯი და ენერგია გავწიეთ იმისთვის, რომ ივლისისთვის შევსულიყავით ფორმაში, მაგრამ ასეთი სიტუაციის ფონზე რას ვიზამთ - ყველანი უნდა დავემორჩილოთ იმ წესებს, რაც საჭიროა.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული