ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს

AutoSharing Option
,,პარიზი 2024" ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია!

სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, ლეგენდარული ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს.

მესამე ევროპულ თამაშებზე ტყვიის მსროლელმა ქალებმა სპორტული პისტოლეტიდან სროლაში (25მ) დღეს მედლებისთვის ბრძოლა განაახლეს. ნინო სალუქვაძემ ამ დისციპლინაში მეოთხე ადგილი დაიკავა და კარიერაში მეათედ მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ლიცენზია!

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ათ ოლიმპიადაზე ქალ სპორტსმენს ჯერ არ უასპარეზია. ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქალია, რომელმაც ცხრა ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა.

წყარო: საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი/Georgian National Olympic Committee

altნინო სალუქვაძეს სპეციალური

ჯილდო გადასცეს

altნინო სალუქვაძე: უნდა დავემორჩილოთ საღ აზრს

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნინო ლეგენდაა. წარმოუდგენელს მიაღწია.ოლიმპიური ჩემპიონი ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის დროს გახდა.
მახსოვს კისლოვოდსკში ვიყავი და სიხარულით შევხვდი მის ჩემპიონობას.მაშინ 37 წლის ვიყავი. ახლა 73 წელი მისრულდება.
ჯუჯი
27 ივნისი 2023 10:03
0
მე მგონი გინესის რეკორდების წიგნშია შესაყვანი ნინო!
მწრთვნელი
26 ივნისი 2023 19:51
0
ნინო სალუქვაძე მსოფლიო ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა აღიაროს საუკუნის ქალ სპორტსმენად!
პიერ დე კუბერტენის სახელობის პრიზი თუ არსებობს, მას აშკარად ეკუთვნის!
ლაშა
26 ივნისი 2023 17:05
1
კიდევ ერთი ქართული ისტორია დაიწერა ოლიმპიური და მსოფლიო პორტის ისტორიაში.
წინ საქართველოვ!
მალხაზ ჯობავა
26 ივნისი 2023 16:52
0
გილოცავ ნინო!ქართული სპორტის ღირსება ხარ!ფანტასტიკური შედეგია,40 წელი,მსოფლიო სპორტის ელიტაში იყო.იმედი მაქვს,მიღწეულზე არ შეჩერდები!
სოსო
26 ივნისი 2023 16:42
0

სიახლეები პოპულარული