სოჭი 2014. ფრისტაილი: ამერიკული პოდიუმი

AutoSharing Option
ისტორიაში სლოუპსტაილის პირველი ოლიმპიური ფინალი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. თუმცა ეს არ ეხებოდა ინტრიგას გამარჯვებულთან დაკავშირებით. ჯოს კრისტენსენმა დამაჯერებლად მოიგო კვალიფიკაცია და უკვე პირველ ცდაზე დააფიქსირა აბსოლუტურად მიუღწეველი 95.80 ქულა.

ეს შედეგი ბოლომდე უცვლელი დარჩა.

ძირითადი ბრძოლა გაიმართა საპრიზო სამეულში მოხვედრისთვის. აქ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ამერიკელები, ნორვეგიელი ანდრეას ჰოტვეიტი და ბრიტანელი ჯეიმს ვუდსი. ეს უკანასკნელი პირველი გამოეთიშა ბრძოლას, როცა 90 ქულასაც ვერ მიაღწია.

სენსაციურად გაისროლა მეორე ცდაზე გას კენვორტმა: ამერიკელი მეხუთე იყო კვალიფიკაციის შემდეგ, მე-11 - პირველი ცდის დასრულებისას, მაგრამ
მეორე ცდა სუფთად გაიარა. რაც მთავარია, მან შეასრულა ტრიპლ-კორკი, რამაც ის პრიზიორად აქცია.

ასე რომ, ჰოტვეიტს ბოლო ცდაზე რისკზე წასვლა უწევდა, მაგრამ ნორვეგიელმა ეს არ გააკეთა და ლამაზი ორმაგი პირუეტით შემოიფარგლა. მსაჯებმა მაინც მისცეს მას 90-ზე მეტი ქულა, მაგრამ ამან სკანდინავიელი ვერ შეიყვანა საპრიზო სამეულში. პოდიუმი მთლიანად ამერიკელებმა დაიპყრეს.

ჯოს კრისტენსენი
დაიბადა: 20 დეკემბერი, 1991
სიმაღლე: 1.85 მ
წონა: 79 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - სოჭი 2014, სლოუპსტაილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული