სოჭი 2014. თხილამურებით რბოლა: ფეხმოტეხილი ჩემპიონი

AutoSharing Option
ქალებს შორის 10-კილომეტრიანი დისტანცია ყოველთვის მიიჩნეოდა პოლონელი იუსტინა კოვალჩიკის საყვარელ დისციპლინად, მაგრამ მის შანსებს მაინც ფრთხილად აფასებდნენ, რადგან სპორტსმენი ამტკიცებს, რომ ტერფი აქვს მოტეხილი და სოჭში ტრავმით ასპარეზობს.

თუ ეს მართალია, გამოდის, რომ კოვალჩიკი ნამდვილი გმირია, რადგან მოტეხილი ფეხით შეძლო ყველა აღიარებული ფავორიტის დამარცხება და ოქროს მედლის მოპოვება.

კოვალჩიკმა პირველივე კილომეტრებიდან შეუტია და სათავეში ჩაუდგა უძლიერესთა ჯგუფს. საერთო ჯამში, მას მხოლოდ ბიორგენთან, კალასთან და საარინენთან კონკურენცია მოუწია. დისტანციის ეკვატორზე ეს სამეული ასე თუ ისე ახერხებდა პოლონელთან ბრძოლას.

საერთო ჯამში, იუსტინას
უპირატესობა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ბოლო კილომეტრზე მან ძალებიც კი დაზოგა და მაინც მოუტანა ამ თამაშებზე პოლონეთს ოქროს მეორე მედალი.

ვერცხლისთვის ბრძოლა მოიგო შარლოტა კალამ, ვინც ბრწყინვალედ გაიარა ტრასის ბოლო ნაწილი. იგივე ითქმის ტერეზა იოჰაუგზე, რომელიც დისტანციის დროს აგებდა ბიორგენთანაც და საარინენთანაც, მაგრამ მათზე წინ აღმოჩნდა.

რაც შეეხება მთავარ ფოვორიტ ბიორგენს, სკიატლონის მოგების შემდეგ ის ზედიზედ მეორე დისციპლინაში მედლის გარეშე დარჩა. ნორვეგიელმა მეხუთე ადგილი დაიკავა, რაც დიდი მოულოდნელობაა.

იუსტინა კოვალჩიკი
დაიბადა: 19 იანვარი, 1983
სიმაღლე: 1.73 მ
წონა: 59 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - ვანკუვერი 2010, 30 კმ
ოქრო - სოჭი 2014, 10 კმ
ვერცხლი - ვანკუვერი 2010, ინდივიდუალური სპრინტი
ბრინჯაო - ტურინი 2006, 30 კმ
ბრინჯაო - ვანკუვერი 2010, 15 კმ
სხვა ტიტულები
მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი, 3-გზის ვერცხლისმედალოსანი, 2-გზის ბრინჯაოსმედალოსანი; 48 გამარჯვება მსოფლიოს თასის ეტაპებზე; მსოფლიოს თასის 4-გზის მფლობელი (2009, 2010, 2011, 2013).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული