სოჭი 2014. შორტ-ტრეკი: ზედახორა ფინალში

AutoSharing Option
შორტ-ტრეკში მედლების მეორე კომპლექტი ქალებს შორის 500 მეტრ დისტანციაზე გათამაშდა. ფინალში დაძაბული ბრძოლა იყო მოსალოდნელი, რადგან ყველა მეტოქე თითქმის თანაბარი ძალისა გახლდათ, თუმცა უპირატესობას მაინც ჩინელებს ანიჭებდნენ.

გარბენი დრამატული გამოვიდა. უკვე პირველ წრეზე ბრიტანელმა ელიზ კრისტიმ დაძაბულობას ვერ გაუძლო და შიდა რადიუსით გასწრებაზე წავიდა; ამასთან, არანაირი სივრცე არ დაუტოვა არიანა ფონტანას. კრისტის სახიფათო მანევრმა ბრიტანელის და იტალიელის წაქცევა გამოიწვია და ასევე, ხელი შეუშალა ჰი-სიენ პარკს. კორეელმა ძალიან ბევრი დრო დაკარგა და ოქროსთვის ბრძოლა ვეღარ შეძლო.

ჩინელმა ჟიანროუ ლიმ, რომელმაც სტარტიდანვე
მოიპოვა ლიდერობა, შეძლო, თავი აერიდებინა ამ ზედახორისთვის და მშვიდად მივიდა ოქროს მედლამდე. ექვსი წამის შემდეგ დაასრულა დისტანცია კრისტიმ, მას მიჰყვა ფონტანა.

მაგრამ ვერცხლისა და ბრინჯაოს ბედი არა ტრასაზე, არამედ მსაჯების შეკრებაზე გაირკვა. იტალიამ და კორეამ პროტესტი შეიტანეს კრისტის მოქმედებაზე. მსაჯებმა ეს პროტესტი დააკმაყოფილეს და კრისტის დისკვალიფიკაცია მისცეს, რამაც ფონტანა და პარკი 500-მეტრიანი დისტანციის პრიზიორებად აქცია.

ლი ჟიანროუ
დაიბადა: 15 აგვისტო, 1986
სიმაღლე: 1.60 მ
წონა: 55 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - სოჭი 2014, 500 მ
სხვა ტიტულები
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი, ერთგზის ვერცხლის პრიზიორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული