ინდივიდუალურ რბოლაში საჯარიმო წრე არ არსებობს - სპორტსმენს თითო აცილებული ტყვიისთვის ერთი საჯარიმო წუთი ენიჭება. ამის გამო ამ დისციპლინაში ძალიან სწრაფად იცვლება მოვლენები და სროლისას ერთმა ან ორმა შეცდომამ შეიძლება ხაზი გადაუსვას ყველანაირ მონდომებას.
მაგალითად, 13 თებერვალს გამართული რბოლის სენსაცია შეიძლებოდა გამხდარიყო ლიტველი კაუკენასი, რომელმაც პირველი 15 ტყვია მიზანში
ერთხელ ააცილა ფურკადმა, მაგრამ ფრანგი ძალიან სწრაფი იყო რბოლისას და ისეთ ბიატლონისტებსაც გაუსწრო, რომლებმაც ოცივე სროლა ზუსტად შეასრულეს, მაგრამ ტემპი არ ეყოთ. მაგალითად, ასეთი იყო ცნობილი ავსტრიელი ლანდერტინგენი.
ფურკადმა მეორე ოქრო მოიგო სოჭში და ისე ჩანს, რომ ის არა მარტო ბიატლონის ტურნირის, არამედ მთლიანად სოჭის ოლიმპიადის გმირი გახდება.
გერმანული პრესის აქტიური კრიტიკის შემდეგ პირველი მედალი მოიპოვა გერმანიის ნაკრებმა. შესანიშნავი რბოლა ჩაატარა ერიკ ლესერმა, რომელმაც ყველა სროლა უშეცდომოდ შეასრულა და მეოთხე სასროლეთიდან გამოსვლისას ლიდერი იყო, მაგრამ ბოლო ოთხ კილომეტრზე ვერ შეძლო ფურკადთან ცხრაწამიანი უპირატესობის შენარჩუნება.
რაც შეეხება ლეგენდარულ ოლე-ეინარ ბიორნდალენს, მან თითო სასროლეთზე თითო შეცდომა დაუშვა და საუკეთესო 30-ს შორის ვერ შევიდა.
მარტინ ფურკადი
დაიბადა: 14 სექტემბერი, 1988
სიმაღლე: 1.83 მ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - სოჭი 2014, გამოდევნება
ოქრო - სოჭი 2014, ინდივიდუალური
ვერცხლი - ვანკუვერი 2010, მას-სტარტი
სხვა ტიტულები
მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი, 6-გზის ვერცხლის პრიზიორი, ერთგზის ბრინჯაოს პრიზიორი; მსოფლიოს თასის მფლობელი (2012); 24 მოგება და 50 პოდიუმი მსოფლიოს თასის ეტაპებზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"