მისი არსი მარტივია: თითო გუნდი დაკომპლექტებულია ქალი და მამაკაცი მოციგავით და ერთი წყვილით. ტრასაზეც ისინი ასეთი თანმიმდევრობით გადიან. ესტაფეტა გადაეცემა ფინიშზე დამონტაჟებული სპეციალური ღილაკით, რომელიც აღებს სასტარტო კარს ესტაფეტის შემდეგი მონაწილისთვის.
ეჭვი არავის ეპარებოდა იმაში, რომ ოქროს მედალი გერმანიის ნაკრებს დარჩებოდა. გუნდის მწვრთნელმა ნორბერტ ლოხმა სოჭის ოლიმპიადის ოთხი ჩემპიონი გამოიყვანა: ნატალი გაიზენბერგერი, ფელიქს ლოხი და ტობიან ვენდლისა და ტობიას
და მართლაც, გერმანელებს 13 თებერვალს ბადალი არ ჰყავდათ. მათ უახლოეს მდევარს - რუსეთს წამზე მეტი მოუგეს, რითაც ხაზი გაუსვეს ციგაობაში აბსოლუტურ დომინაციას. ოთხი სტარტიდან ოთხი ოქრო - ბრწყინვალე შედეგია.
გერმანიისა და რუსეთის გარდა, პოდიუმზე ვიხილეთ ლატვიის ნაკრები. ამ გუნდის ლიდერებმა - ძმებმა შიცებმა სოჭში მეორე ბრინჯაო აიღეს.
* * *
13 თებერვალს, ესტაფეტის შემდეგ, კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა ლეგენდარულმა იტალიელმა არმინ ცოგელერმა. 40 წლის აპენინელმა სოჭში ერთადგილიანი ციგებით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და უნიკალური შედეგის ავტორი გახდა. ცოგელერისთვის ეს იყო მეექვსე ოლიმპიადა კარიერაში და მეექვსე მედალი (ორი ოქრო, ერთი ვერცხლი, სამი ბრინჯაო). ის არის ერთადერთი სპორტსმენი ოლიმპიადების (ზამთრის და ზაფხულის) ისტორიაში, ვინც ექვს ოლიმპიადაზე ერთსა და იმავე სახეობაში მინიმუმ ერთი მედალი მოიპოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"