სოჭში ვარჯიშისას დაშავებულ 23 წლის ფრისტაილერს ხერხემლის მოტეხილობა დაუდგინდა

AutoSharing Option
სოჭის ოლიმპიადაზე მყოფ რუს ფრისტაილერ მარია კომისაროვას, რომელიც 15 თებერვალს ვარჯიშისას დაშავდა, ხერხემლის მოტეხილობა დაუდგინდა.

როგორც "რია-ნოვოსტი" იუწყება, ტრავმის ხასიათიდან გამომდინარე, კომისაროვას მოსკოვში გადაყვანა ვერ ხერხდება და სასწრაფო ოპერაცია ადგილობრივ საავადმყოფოში ჩაუტარდება. შემდგომი ნაბიჯების შესახებ კი გადაწყვეტილებას მედიკოსთა კონსილიუმი მიიღებს.

23 წლის ფრისტაილერმა სოჭში ასპარეზობა ვერ მოასწრო. ქალთა შორის შეჯიბრი სკი-კროსში 21 თებერვალს უნდა გაიმართოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული