როგორც "რია-ნოვოსტი" იუწყება, ტრავმის ხასიათიდან გამომდინარე, კომისაროვას მოსკოვში გადაყვანა ვერ ხერხდება და სასწრაფო ოპერაცია ადგილობრივ საავადმყოფოში ჩაუტარდება. შემდგომი ნაბიჯების შესახებ კი გადაწყვეტილებას მედიკოსთა კონსილიუმი მიიღებს.
23 წლის ფრისტაილერმა სოჭში ასპარეზობა ვერ მოასწრო. ქალთა შორის შეჯიბრი სკი-კროსში 21 თებერვალს უნდა გაიმართოს.